რეზონანსი
28.02.2021

უკანონოდ მოიპარეს ჩვენი სერვერები და თავად დააბრუნონ, - ასე შეაფასა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება, რომელმაც პარტიას მიმართა, გამოყონ კანონიერი წარმომადგენელი, რომელსაც 23 თებერვალს ოფისიდან ამოღებული სხვადასხვა სახის ტექნიკური მოწყობილობა გადაეცემა.

როგორც უდუმაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამოღებულ მოწყობილობებზე ვერაფერი იპოვა და გადაწყვიტა, უკან დააბრუნოს.

„ჩვენი პარტიიდან სერვერების მოპარვის არავითარი საფუძველი არ არსებობდა. უკანონოდ მოიპარეს ჩვენი სერვერები და თავად დააბრუნონ უკან ეს მოწყობილობები. შსს-მ გადაწყვიტოს, როგორ დააბრუნებს. ზოგადად, რაში დასჭირდა შსს-ს “ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის შტურმით აღება, ასე იყო სერვერებთან დაკავშირებითაც. ყველაფერს შეგნებულად აზიანებდნენ, რომ „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ოფისისთვის მაქსიმალური ზიანი მიეყენებინათ. ბრძანება ჰქონდათ ასეთი, რომ რაც შეიძლება მეტად დაეზიანებინათ პარტიის ოფისი. სერვერზე საიდუმლო არაფერი არ არის. უნდოდათ შეექმნათ ილუზია, თითქოს ყველაფერი წაიღეს. რამე რომ ყოფილიყო სერვერზე მნიშვნელოვანი, ბუნებრივია, არ დააბრუნებდნენ. ამიტომ, ვერაფერი იპოვეს შიგნით და გადაწყვიტეს, უკან დააბრუნონ“,-განაცხადა უდუმაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
გალელი   (28.02.2021)
რას ეძახი მოპარვას? უამრავი ადამიანის თვალწინ აღებულს მოპარვას ეძახი? საქმეს ჭირდებოდა,წაიღეს,ეხლა გიბრუნებენ თუ არ გინდათ ქე იყავით მათ გარეშე.აი დარდი კი მოგვეცი რა.


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )