რეზონანსი
28.02.2021

ბოდბელი ეპისკოპოსი ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს სიღნაღიდან გამოეხმაურა. მეუფე იაკობი ყველა მხარეს კიდევ ერთხელ შერიგებისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ ეკლესია მზად არის ამ პროცესში აქტიურად ჩაერთოს.

„ვისაც საქართველო უყვარს ეს სიტუაცია ყველას ძალიან დააფიქრებს. ჩემი აზრით, ყველაფერი არასწორად ვითარდება, ალბათ, ცოტა რომ დაწყნარდება სიტუაცია მაგაზეც ვისაუბრებ.

აგვისტოს მერე საქართველოში ეპიდემია ფაქტობრივად გაძლიერდა, ძალიან ბევრი ადამიანი დაავადდა და ამ პოლიტიკას 3 ათასზე მეტი ადამიანის სიკვდილი მოჰყვა. არჩევნები არ უნდა ჩატარებულიყო დღეს როგორც ჩანს, ესეც კი არ გაითვალისწინეს პოლიტიკოსებმა. მთავრობა მძიმე მდგომარეობაში იყო, არ ჩაეტარებინა ოპოზიცია აწვებოდა. ოპოზიციიდან მხოლოდ ერთმა ახსენა რამდენჯერმე, რომ გადადებულიყო, რა მივიღეთ, არც პარლამენტში შედიან, სრული პარლამენტი ვერ მივიღეთ. დღეს რაც არის სამწუხარო სანახავია.

ხშირად ვთავაზობდი გამოსავალს, რომ ეკლესია იყო ის სარბიელი, ხომ არ ვეუბნებოდი ფასილიტატორებთან შეეწყვიტათ ურთიერთობათქო, მოსულიყვნენ ჩვენთან, რომ შერიგებულიყვნენ, ქართველი ქართველს ადამიანურად დალაპარაკებოდა.

როდესაც ასეთ მძიმე სიტუაციაში ვართ და ჩვენი მეგობრები ამბობენ მოილაპარაკეთ, კიდევ ერთხელ ვთავაზობ, შენდობას ვითხოვ, ასეთ სიტყვას ვიტყვი - არ გაიფხორონ. მოვიდნენ და დავილაპარაკოთ, დიდი შერიგება მოხდეს. მასშტაბურ აქციებზე ვერ გადავა ხალხის განწყობა ვიცი, სამწუხაროდ ბევრს გაუხარდა ნიკას დაჭერა კი არა ნებისმიერი, ვინც არ უნდა დაეჭირათ, რადგან აგრესია აქვს ხალხს, ბევრს ეტკინა, ოჯახს ეტკინა. ცალკე მსოფლიო მოსთხოვს, დაელოდება გადაიხდის, თუ არა“, - აღნიშნა მეუფე იაკობმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )