რეზონანსი
28.02.2021

ზაზა გახელაძის ოჯახი, ინცინდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, სამუშაო შეხვედრას ელოდება. შეხვედრა ერგნეთში, სავარაუდოდ, მარტის პირველ რიცხვებში ჩატარდება. ოჯახს ახალი ინფორმაცია უკანონოდ დაკავებულ მამაკაცზე არ აქვს, მათ არც გახელაძის ადვოკატი დაკავშირებია.

ბოლო საუბრისას, მან მხოლოდ ის აცნობა ოჯახს, რომ ზაზა გახელაძე ე.წ. უზენაესი სასამართლოს განაჩენის გასაჩივრებას არ აპირებს. ოჯახმა „წითელ ჯვარს“ მიმართა ამანათისა და წერილის შეგზავნის შესახებ, თუმცა, ეს როდის მოხერხდება, ახლა დეფაქტო ცხინვალის „ნებართვაზეა“ დამოკიდებული.

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ-მა სასამართლომ, ზაზა გახელაძეს 12 წლითა და 6 თვით უკანონო პატიმრობა მიუსაჯა. მას ბრალდება რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით ედავებოდა: 317-ე მუხლით, რომელიც სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობად კვალიფიცირდება და 322-ე მუხლით, რაც „სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას“ გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )