რეზონანსი
28.02.2021

ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ვიზიტი საქართველოში არის ძალიან მკაფიო გზავნილი იმ მხარდაჭერისა, რასაც ევროკავშირი უწევს ჩვენს ქვეყანას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

დეპუტატის თქმით, განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ვიზიტი ხორციელდება საკმაოდ რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, როდესაც რეგიონში ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენები ხდება.

„ამ ფონზე შარლ მიშელის გადაწყვეტილება ეწვიოს სამ ასოცირებულ პარტნიორ ქვეყანას, საქართველოს უკრაინისა და მოლდოვას, არის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი. მკაფიო გამოხატულება იმ მხარდაჭერისა, რასაც ევროკავშირის მხრიდან აქვს ასოცირებულ პარტნიორებს. ევროკავშირის პოზიცია ჩვენთვის ცნობილია, ვიცით ევროკავშირის გზავნილები, რომელიც არაერთხელ გავრცელდა უკვე. ბოლო გზავნილი გახლდათ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა განცხადება. ბუნებრივია, ჩვენ ძალიან ყურადღებით ვუსმენთ ევროკავშირის პოზიციას, ისევე როგორც ამერიკის შეერთებული შტატების. გზავნილები არის ის, რომ პოლიტიკური პროცესების დეესკალაცია უნდა მოხდეს ქვეყანაში, პოლიტიკური პროცესი უნდა გაგრძელდეს პარლამენტში, ინკლუზიური უნდა იყოს და ოპოზიცია ჩაერთოს პოლიტიკურ პროცესებში“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
ლი   (28.02.2021)
გაჩუმდი რა, სასაცილოა შენი ყოველი გამოსვლა> ეს "სასტავი" საინტერესოა ყველა ბიძომ შეარჩია, თუ კობახიძის ხელიც ურევია???ერთიმეორეზე სასაცილოები და უწიგნურები ხართ, რა საცოდაობაა!


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )