რეზონანსი
28.02.2021

განათლების მინისტრის მოადგილის, ნუნუ მიცკევიჩის განცხადებით, სკოლებში ყველა რეკომენდაცია დაცულია და შესაბამისად, კორონავირუსის გამოვლენის მაჩვენებელიც დაბალია.

მიცკევიჩი იმედოვნებს, რომ რისკები ასევე მინიმალური იქნება უმაღლეს საგანმანათლებლო სივრცეში.

„პირველი მარტიდან საგანმანათლებლო სივრცეში დაბრუნების შესაძლებლობა გვეძლევა. უნივერსიტეტებს ეძლევათ თავისუფალი არჩევანის საშუალება, პრაქტიკული, ლაბორატორიული და კლინიკური კომპონენტი ჩაატარონ აუდიტორიებსა და შესაბამის სივრცეებში. ამასთან ერთად, გამოცდები შეძლებისდაგვარად ჩატარდეს საუნივერსიტეტო სივრცეში. 15 მარტს გვაქვს ჩანიშნული მეორე ეტაპი, რომელიც ეხება თეორიულ კომპონენტს, სადაც ძირითადად იგულისხმება ლექციები. უნივერსიტეტებს შეეძლებათ, მათივე გადაწყვეტილებით სრულად აღდგეს პროცესი უნივერსიტეტებში.

გაზაფხული რთული პერიოდია საგანმანათლებლო სისტემისთვის. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ გვაქვს ინტერვალებით, ორკვირიანი შუალედით დაკვირვების საშუალება. ზოგადსაგანმანათლებლო სივრცე ადასტურებს, რომ უსაფრთხოების მაღალი ნორმებია დაცული. ყველა რეკომენდაცია დაცულია და სკოლებში ვირუსის გამოვლენის ძალიან დაბალი მაჩვენებელია. ვიმედოვნებთ, რისკები ასევე მინიმალური იქნება უმაღლეს საგანმანათლებლო სივრცეში“, – განაცხადა ნუნუ მიცკევიჩმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )