
„იმ ფონზე, როდესაც ჩვენი პარტიის თავმჯდომარე დააკავეს, ზოგადად, რა მოლაპარაკებებზეა საუბარი. მოლაპარაკებებს თავისი პირობები გააჩნია, მათ შორის ის, რომ პოლიტიკური პატიმრები უნდა გათავისუფლდნენ და შემდეგ შეიძლება უკვე დიალოგზე საუბარი”,- ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.
“ასე განყენებულად, მოდით, დავხსდეთ და ვილაპარკოთ მაშინ, როდესაც დევნიან მთავარ ოპოზიციურ პარტიას და ზოგადად, ოპოზიციის ლიდერების სამართლებრივი დევნა მიმდინარეობს, მგონი მოლაპარაკებებისთვის შესაბამისი გარემო არ არის. ასე, რომ ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, რამდენად შეიქმნება ისეთო გარემო, რომ ოპოზიცია მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდეს, ჯერჯერობით ასეთი ნიშან-წყალი არ ჩანს“, – განაცხადა უდუმაშვილმა.