რეზონანსი
28.02.2021

დაუწერელი წესია, რომ მოლაპარაკებაზე მიდიხარ მაშინ, როცა კომპრომისზე წასვლის შესაძლებლობა გაქვს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრიმა ნიკოლოზ სამხარაძემ „იმედის კვირასთან“ საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ულტიმატუმის ენა დიალოგს ხელს არ უწყობს.

„როდესაც ულტიმატუმებით მოდიხარ მოლაპარაკებებზე ან არ მოდიხარ საერთოდ, ეს ნიშნავს, რომ შენ მოლაპარაკებები არ გინდა და არ გინდა სიმშვიდე და სიწყნარე“, - აღნიშნა სამხარაძემ.

დეპუტატის თქმით, ნიკა მელიას დაკავების ფაქტზე საერთაშორისო პარტნიორების შეფასებებში არსადაა საუბარი იმის შესახებ, რომ „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარე არ უნდა დაეჭირათ ან ეს ძალის გადამეტებით განხორცილდა.

„მთავარია, რომ ყველა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორის განცხადება არა მხოლოდ ჩვენ, ოპოზიციამაც უნდა გაიაზროს, რადგან ძალიან ბევრ განცხადებაში ოპოზიციაზეც არის აპელირება, რომ ისინი უნდა შეეშვან პროვოკაციებს და დაუბრუნდნენ სამართლებრივ ჩარჩოს, რადგან ეს არის ერთადერთი, რამაც შეიძლება პოლარიზაცია განმუხტოს“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )