რეზონანსი
28.02.2021

ჯანდაცვის საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე მიიჩნევს, რომ ვაქცინის საქართველოში შემოტანის დაგვაინებაზე პასუხისმგებელი დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრია. მისი თქმით, ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს შორის დაპირისპირებაა, რაც ეპიდემიის მართვასა და კონკრეტულად ვაქცინაციის დაწყების პროცესს ხელს უშლის. როგორც ფხაკაძემ განმარტა, საჭირო იყო საქართველოს მოლაპარაკებები სხვადასხვა ქვეყნებთან სახელმწიფოს პირველი პირების ჩართულობით ეწარმოებინა, რათა ვაქცინა მიეღო. ამის შესახებ მან TV პირველის ეთერში განაცხადა.

„პირდაპირ ვამბობ, რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრი არის პასუხისმგებელი იმაზე, რაც მოხდა ნოემბერში და ასევე ის არის პასუხისმგებელი ვაქცინაციის პროცესზე. ვაქცინებთან დაკავშირებით მოლაპარაკებას ახორციელებენ სახელმწიფოები, წერტილი. თუ მის მიღმა ვინმე აწარმოებს მოლაპარაკებას ვაქცინის შემოტანაზე, ეს არის „ფეიკი“. ვაქცინის შესახებ მოლაპარაკებაში უნდა მონაწილეობდნენ პრეზიდენტები და პრემიერ-მინისტრები. ჩვენ მარტო ვერცერთი კომპანიისთვის ვერ ვიქნებით სანდო, ჩვენ უნდა ვმუშაობდეთ მაგალითად უკრაინასთან, რომლის უკან არის მოლდოვა. ჩვენ, ფაქტობრივად, გვერდით არავინ გყავს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
2021   (01.03.2021)
უკრაინასთან უნდა დაგვემყარებინა კავშირიო, რომ ამბობ, უკრაინაში გადახვეწილმა მიშამ, არ შემოგვთავაზა დაგეხმარებით ვაქცინის შოვნაშიო, უკრაინის მთავრობაშია მგონი და შენ ამას ადრევე ფეიკი, რომ უწოდე, თუ ფეიკი იყო, ხომ გამოჩნდებოდა, საქმე, საქმეზე რომ მივიდოდა...


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )