რეზონანსი
01.03.2021

პროფესორი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივნისმრჩეველი, გიორგი ფხაკაძე CNN-ის სტატიას აზიარებს ჩეხეთში არსებულ მძიმე ეპიდსიტუაციასთან დაკავშირებით და ამასთან, წერს, რომ საქართველოში პანდემიის შესაჩერებლად არანაირი ბერკეტი არ არსებობს.

“აგერ ბატონო ….

ფხაკაძე გაფრთხილებთ, მაგრამ ვინ გისმენს, მაგინებთ, მლანძღავთ, 1000 სისულელეს წერთ ჩემს წინააღმდეგ… ჩემი თუ არ გჯერათ, ნახეთ თუ რა ხდება ჩეხეთში…

თავის მოტყუება რატომ გვიყვარს, მართლა ვერ გავიგე …

დავიღალე, ოღონდ მართლა

არაფერი არ გვაქვს რომ შევაჩეროთ ეპიდემია ქვეყანაში …

ტყუილი, კორუფცია, არა პროფესიონალიზმი, ნეპოტიზმი, გაუნათლებლობა, ექსტრემიზმი, ფარისევლური მორწმუნეობა და ყველაფრის შეფუთვა პოლიტიკურ ფერში….

დავიღალე ….

PS: დაგვერხა, თან ძაან მაგრად" - წერს გიორგი ფხაკაძე.

ცნობისთვის, ჩეხეთის მთავრობა ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებულ საგანგებო მდგომარეობას კიდევ 30 დღით გაახანგრძლივებს, ასევე უფრო მეტად გამკაცრდება დაწესებული ზომები. ბოლო კვირის განმავლობაში ქვეყანაში ყოველდღიურად ვირუსის 3 ათასზე მეტი შემთხვევა ვლინდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (4)
ჩაწერა სახელი
...   (01.03.2021)
შენ თვითონ რა მოინდომე საქართველოსთვის, ვის მიმართე რომ გეშოვნა ვაქცინა, მიშას წინადადებას ფეიკი უწოდე, თუ ფეიკი იყო, ხომ გამოჩნდებოდა საქმე, საქმეზე, რო მივიდოდა...

ივანე   (01.03.2021)
დაგვერხაო :)))) დიდი ხანია დარხეული გვაქვს და ეხლა შეამჩნიე შე კაი კაცო :)))). გაუმათლებენ და ყეყეჩ მთავრობებში კიდე სული რომ გვიდგა ესა გასაკვირი......

((   (01.03.2021)
ფხაკაძე თუ რამე შეგიძლია, დაეხმარე საქართველოს ვაქცინის შემოტანაში, თუ არა და რას დაგვჩხავიხარ ყვავივით? შენი აზრით რა ვქნათ, სახლებში შევძვრეთ და არსებობა შევწყვიტოთ ვაქცინაციამდე? ყვავი ხარ! ჩვეულებრივი ყვავი.წადი რა, გაიარე.

ელიზაბეტ ფაუსტი   (01.03.2021)
გაოგნებული ვარ ამ კომენტარებს რომ ვკითხულობ. რამდენი ფეხებზე მკიდია ხალხი გვყავს საქართველოში. რა სიბინძურეს წერენ. იმიტომ ვართ ასეთი გაუბედურებული ქვეყანა.


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )