რეზონანსი
01.03.2021

თბილისის მერია პირველი მარტიდან სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, 2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის განცხადებების მიღებას იწყებს.

სოციალურად დაუცველი სტუდენტების დაფინანსების პროგრამის მოცულობა გაიზარდა და დაფინანსება გაიცემა თბილისში რეგისტრირებულ სოციალურად დაუცველ იმ სტუდენტებზე, რომელთა ოჯახების სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში 150 000 ან ნაკლებია და სახელმწიფოს მიერ ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე სწავლობენ.

მერიის ცნობით, დაფინანსების ოდენობა (წლიურად შეადგენს 2 250-ს, ხოლო სემესტრულად 1 125 ლარს) დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში მიღებულ აკადემიურ მოსწრებაზე. კერძოდ:

- 91-100 ქულა – სემესტრული თანხის 100% იმ სტუდენტებისთვის, რომელთა სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 150 000-ის ტოლი ან ნაკლებია.

- 71-90 ქულა – სემესტრული თანხის 100% იმ სტუდენტებისთვის, რომელთა სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში არ აღემატება 70 000-ს, ხოლო იმ სტუდენტებისთვის, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 010 -150 000-ია, სემესტრული თანხის 70%;

- 51–70 ქულა – სემესტრული თანხის 50% იმ სტუდენტებისთვის, რომელთა სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში ტოლია ან ნაკლებია 150 000-ზე.

დაფინანსების მისაღებად, სტუდენტმა თბილისის მერიაში უნდა წარმოადგინოს:

პირადობის მოწმობის ასლი;

ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიანი ბაზიდან;

ცნობა უნივერსიტეტიდან წლიური გადასახადის მითითებით;

უნივერსიტეტის საბანკო რეკვიზიტები და ანგარიშფაქტურა;

უნივერსიტეტის მიერ გაცემული აკადემიური მოსწრების მაჩვენებელი (გარდა I სემესტრის სტუდენტებისა);

რეკომენდაცია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან (გარდა I სემესტრის სტუდენტებისა);

სამოტივაციო წერილი.

რაც შეეხება პირველი სემესტრის სტუდენტებს, სხვა დოკუმენტებთან ერთად, მათ უნდა წარმოადგინონ ერთიან ეროვნულ გამოცდებში მიღებული ქულებისა და შედეგების შესახებ ცნობა.

დოკუმენტაცია და განცხადება სტუდენტმა უნდა წარადგინოს პირადად. განცხადების მიღება 31 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )