რეზონანსი
01.03.2021

ძალიან მნიშვნელოვანი საუბარი შედგა შარლ მიშელთან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში" წერს.

მთავრობის მეთაურის თქმით, შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა საკითხთა ფართო სპექტრზე, მათ შორის ოკუპაციასა და გლობალურ პანდემიაზე.

„ძალიან მნიშვნელოვანი საუბარი შედგა შარლ მიშელთან. მისი ვიზიტი აშკარად ცხადყოფს, რომ ჩვენს რეგიონს სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ევროკავშირისთვის. შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა საკითხთა ფართო სპექტრზე, მათ შორის ოკუპაციასა და გლობალურ პანდემიაზე. საქართველო მადლობელია მხარდაჭერისთვის და აფასებს ამ პარტნიორობას",- წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პირისპირ შეხვედრაზე უმასპინძლა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ღარიბაშვილთან შეხვედრამდე, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდა. ასევე დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესთან და პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან.

ამასთან, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი სოფელ ხურვალეთთან საოკუპაციო ხაზს მოინახულებს, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ახალი ოფისის ინაუგურაციას დაესწრება და ევროკავშირის დაფინანსებულ პროექტს დაათვალიერებს. შარლ მიშელი საქართველოს 2 მარტს დატოვებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )