რეზონანსი
01.03.2021

ვფიქრობ, მარტის ბოლოდან რეალურად შეგვეძლება ვაქცინაცია AstraZeneca-ს​ ვაქცინით დავიწყოთ. შესაძლოა, მანამდე Pfizer-მაც მოგვისწროს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისი განცხადებით, AstraZeneca-ს შემოტანაში ხელს არაფერი გვიშლის და პირველი დოზა 2-3 კვირის განმავლობაში უნდა შემოვიდეს.

„პროცესი სამმხრივია: საქართველოს მთავრობა, COVAX-ი და Pfizer-ი. დღევანდელ ეტაპზე, საქართველოს მთავრობის მხარეს რა პირობაც იყო დაყენებული, სრულად შესრულებულია. ჩვენ ველოდებით დაზუსტებას Pfizer-ის" მხრიდან, რა იქნება დამატებითი კონკრეტული მოთხოვნები ფინანსურ გადაზღვევასთან დაკავშირებით. Covax ძალიან აქტიურადაა ჩართული ამ პროცესის ფასილიტაციაში, რადგან Covax-ისთვისაც რეპუტაციულია ის დაპირება, რაც ჩვენ მივიღეთ, რომ თებერვლის შუა რიცხვებში მივიღებდით ვაქცინას Pfizer-სგან, ჯერჯერობით ეს ვაქცინა არ გვაქვს. ეს კვირა ვფიქრობ, საბოლოო იქნება იმისთვის, რომ გადაწყდეს ყველა ის კითხვის ნიშანი, რომელიც Pfizer​-ის მხარეს შეიძლება იყოს დამატებით პირობებთან დაკავშირებით. AstraZeneca-ს შემოტანაში ხელს არაფერი გვიშლის, სამივე მხარე უკვე გამართულია. მომდევნო 2-3 კვირის განმავლობაში უნდა შემოვიდეს პირველი დოზები. ამ კვირაში თანხის გადარიცხვას ვასრულებთ „იუნისეფისთვის", რომ მოგვაწოდოს პირველი დოზები. ვფიქრობ, მარტის ბოლოდან შეგვეძლება ვაქცინაცია AstraZeneca-ს ვაქცინით დავიწყოთ. შესაძლოა, მანამდე Pfizer​-მაც მოგვისწროს", - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
ლალო   (01.03.2021)
ნონ სენსი ჰქვია ამას!

ანონიმური   (01.03.2021)
რომ არ გვქონდეს დღემდე ტყუილი მონაცემები უმჯობესი იქნებოდა.ვნახოთ მარტის ბოლოც დადგება.ღმერთმა ქნასარ მოვტყუვდეთ ისევ.


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )