რეზონანსი
01.03.2021

ვაქცინის მოწოდების გადადების მიზეზი იყო არა ის, რომ ჩვენმა მხარემ ვერ დააკმაყოფილა რაიმე კრიტერიუმი, პირიქით, მათ არ აქვთ საკმაო რაოდენობის ვაქცინა, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

ცერცვაძის თქმით, "კოვაქსი" აღიარებს, რომ საკმარისი რაოდენობის ვაქცინა არ აქვს, მაგრამ მისი შეფასებით, ეს კატასტროფა არ არის, რადგან ასეთი დიდი მოლაპარაკებების დროს, 2-3 კვირიანი ცდომილება ყოველთვის მოსალოდნელია.

"ვაქცინის შემოტანაზე პასუხისმგებელია ქვეყნის საკოორდინაციო საბჭო, ქვეყნის ხელმძღვანელობა და ჯანდაცვის სამინისტო. მე ვერ გეტყვით ვაქცინის მისაღებად რა დამატებითი კრიტერიუმები არ იყო დაკმაყოფილებული, მაგრამ მე ვიცი, რომ ძალიან დიდი ხანია კომუნიკაცია მიმდინარეობს და ყველაფერი დაკმაყოფილებული იყო, ხელშეკრულებაც გაფორმებული იყო. ვაქცინის მოწოდების გადადების მიზეზი იყო არა ის, რომ ჩვენმა მხარემ ვერ დააკმაყოფილა რაიმე კრიტერიუმი, პირიქით, მათ არ აქვთ საკმაო რაოდენობის ვაქცინა. "კოვაქსს" ვერ აწვდის მომწოდებელი იმ რაოდენობის ვაქცინას, რომ ყველა ქვეყანას იმ რაოდენობის ვაქცინა მიაწოდოს, რაც დაგეგმილი ჰქონდა. მე რამდენადაც ვიცი, მთავარი პრობლემა ეს არის და ამას აღიარებენ კიდევაც, რომ მწარმოებელმა ვერ მიაწოდა ვაქცინის ის რაოდენობა რომლის მოლოდინიც იყო თავიდან. მაგრამ, ეს არ არის კატასტროფა, საერთოდ ასეთ დიდ მოლაპარაკებაში, 2-3 კვირიანი ცდომილება ყოველთვის არის და ეს მოსალოდნელიც იყო სხვადასხვა მიზეზების გამო", - განაცხადა Report.ge-სთან საუბრისას თენგიზ ცერცვაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )