რეზონანსი
01.03.2021

პოლიტიკური ფასი შეიძლება იყოს ცუდი ან ძალიან ცუდი თუ კრიზისის რეალურად განმუხტვაზე არ წამოვლენ, რაც პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას და ვადამდელ არჩევნების დანიშნვას გულისხმობს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შარლ მიშელთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.

მისივე თქმით, შარლ მიშელმა ოპოზიციისგან ფუნდამენტური გზავნილები მოისმინა.

„ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო. ჩვენი საერთაშორისო პარტნიორი შეერთებულ შტატებთან ერთად, ევროკავშირიცაა და ამ რანგის თანამდებობის პირის ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ასევე, მნიშვნელოვანი იყო ოპოზიციური სპექტრის მთლიანი შემადგენლობისგან ფუნდამენტურად ერთი გზავნილის მოსმენა, რომ კრიზისი საქართველოში განიმუხტება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ პოლიტიკური დევნა შეწყდა ანუ პოლიტიკური პატიმრები: მელია და რურუა გათავისუფლებიან.

ამასთან, დავსხდებით საუბრისთვის, როგორ მივდივართ ვადამდელ სამართლაინ არჩევნებამდე. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მას მოესმინა როგორც დეტალები, ასევე ჩვენი არგუმენტები. მის ნაცვლად მე არ ვისაუბრებ, ეს არასწორია. ერთადერთი ამ შეხვედრიდან გამომდინარე, რაც შემიძლია ვთქვა არის ის, რომ თუ ვინმეს ჰქონდა ილუზია, თავისუფალი სამყაროს, ამ შემთხვევაში ევროკავშირის ყურადღება ეპიზოდური იყო და გადაივლიდა და მერე აღარ იქნებოდა, გაქარწყლდა. ეს ვიზიტი არის იმის დასტური, რომ ხელისუფლების გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული მომავალში მისი პოლიტიკური ფასი. ჩვენ პლებისციტს მხარს ვუჭერთ, როგორც სერიოზულ კომპრომის", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

მისივე თქმით, ოპოზიციის ხვალინდელი გეგმა არ შეცვლილა და პარლამენტის პიკეტირება კვლავ იქნება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
PRONELI   (01.03.2021)
takuna publicistka rom wamogadzaxebs SHE GAVRILOVICHOO kidev xmas rogor igeb.nutu martla eseti bindzuri da myralia politika da politikosebi? mtavroba nu asaidumlovebs shexvedris detalebs, sainteresoa tu mouwoda mishelma da evrosabchom meliasi da ruruas gatavisufleba da riggareshe archevnebis chatarebisken.


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )