
თაკო ჩარკვიანი დავით ბერძენიშვილს ეთანხმება, რომელმაც ოპოზიციის ძველ ლიდერებს მოუწოდა, ტელეეკრანებს დროებით ჩამოშორდნენ. ამის შესახებ „კანონი და სამართლის" ლიდერმა განაცხადა.
„დავით ბერძენიშვილს ვეთანხმები, ძალიან სწორი განცხადება იყო. „ლელომაც" რაც თქვა, ეს „ლელოს" პოზიციაა და განსაკუთრებული აქ არაფერი ხდება. მერწმუნეთ, არავითარი რღვევა არ არსებობს. ეს არის კორექტივი. უბრალო ჩვენ, ყველას გვაქვს ჩვენი შენიშვნები, რომ აი, ამ დოზით ეს ადამიანი აქ, შევთანხმდეთ, იყოს თუ არა", - განაცხადა ჩარკვიანმა „ქრონიკასთან" საუბარში და იმ მიზეზებზე ისაუბრა, თუ რატომ არ სურს ოპოზიციის აქციებზე ნინო ბურჯანაძისა და გიგა ბოკერიას ნახვა.
„ჩვენ კვლევებს ვაკეთებთ, ვმუშაობთ, ვხედავთ. არ მოსწონს ეს ხალხს, უნდათ სიახლე. ცოტა სხვა ლიდერულ მდგომარეობაში წარმოჩინდა ეს ქალბატონი. ვერაფრით ავიტან, რომ გავრილოვს ვებრძოდე გავრილოვნათი. ამ გაყალბებულ არჩევნებშიც კი ბოკერიამ და ბურჯანაძემ საერთოდ მანდატი ვერ მიიღეს. მე ვხედავ, რომ ბოკერია და ბურჯანაძე უბრალოდ თავისი გაცოცხლებისთვის იბრძვიან", - განაცხადა ჩარკვიანმა.
|
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია" ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2) | linda (01.03.2021) შენ რომ ბურჯანაძესა და ბოკერიაზე, ამ გამორჩეულ პოლიტიკოსებზე ისაუბრებ სასაცილოა! შენ პოლიტიკოსს ვერავინ გიწოდებს, ხარ ერთი საკუთარ თავზე შეყვარებული ქალი, რომელმაც არ იცის ადამიანების ყურადღება რითი მიიპყროს, თუა არა და ვინმეს ლანძღვით, ამიტომ ვეთანხმები ვინმე ლის, რომ შენი ადგილი კუხნაშია!!! შენი გადასაწყვეტი არ არის, ვინ სად იყვეს, შენს თავს მიხედე, ხალხი გადაწყვეტს ვის რამდენი ხმა მისცეს. ასე, რომ დამშვიდდი ქალო!
ლი (01.03.2021) მატრაკვეცობას თავი დაანებე, თუ გგონია ამ სამარცხვინო განცხადებებით დღეს ვინმეს შენ მხარეს დაიყენებ, მხოლოდ ღიმილის მომგვრელია. ამით კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ ქართველების ერთად ყოფნა მხოლოდ მითია. რამდენიმე თვეც ვერ გაძლეს ამ ე.წ. ოპოზიციონერებმა, იქით ელისაშვილი და ძმანი მისნი, სამარცხვინო გირჩები, უბრალოდ დაბოლილები, რომლებიც რას ბჟუტურებენ საერთოდ გაურკვეველია და დღეს მათ ამ ქალბატონმაც მიბაძა, მეცოდებით სასაცილო ადამიანებო, თქვენი ადგილი კუხნაშია!!!
| |
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორი:
ზვიად შვანგირაძე
მულტიმედია კონტენტის რედაქტორი:
ზვიად მახარაძე
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|