რეზონანსი
01.03.2021

მიშა სააკაშვილს, რბილად რომ ვთქვათ, მძიმე საუბარი ჰქონია გვარამიასთან და უხეშად საყვედურობდა, არ გამოიყენეთ სწორად და კარგად ნამახვანის საპროტესტო აქცია, არც იმას მიაქციეთ ყურადღება, რომ მე სპეციალური განცხადებით გამოვეხმაურე და ზოგადად, ამ თემას რომ არ მიაქციეთ ყურადღება სათანადოდ, ლუზერები ხართო, - ამის შესახებ იურისტი, თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„ახალი და საინტერესო ინფორმაცია მომივიდა „გლავკანალიდან" - დიდი ამბები, ჩხუბი და გარჩევა ყოფილა გუშინ ნაცმოძრაობის ლიდერებს შორის. კერძოდ, მიშა სააკაშვილს, რბილად რომ ვთქვათ, მძიმე საუბარი ჰქონია გვარამიასთან და უხეშად საყვედურობდა, არ გამოიყენეთ სწორად და კარგად ნამახვანის საპროტესტო აქცია, არც იმას მიაქციეთ ყურადღება, რომ მე სპეციალური განცხადებით გამოვეხმაურე და ზოგადად, ამ თემას რომ არ მიაქციეთ ყურადღება სათანადოდ, ლუზერები ხართო.

არც გვარამიას დაუხევია უკან, პრეზიდენტობის დროს, შენც და შენი გუნდის წევრებიც ჰესების აშენებას ემხრობოდით, არქივში ასობით მსგავსი შინაარსის განცხადება იძებნება და ამ ორმაგი სტანდარტის გამო, გავხდებით დასაცინი და უარესად შემოგვიტრიალდება თემაო.

სააკაშვილი თურმე სხვა თემებზეც უკმაყოფილოა - გვარამიას განსაკუთრებული გაღიზიანება სააკაშვილისგან იმის თქმამ გამოიწვია, რომ „ტვ პირველი" უკეთესად ეთანამშრომლება, რის მაგალითად ოპოზიციის აქციის გაშუქება იყო მოშველიებული.

ნაცმოს ლიდერების ეს ჩხუბი და დავიდარაბა როგორ დასრულდება და ვისი პოზიცია გაიმარჯვეს, ამას მალე „გლავკანალის" ეთერიდან გავიგებთ", - წერს თამთა მეგრელიშვილი.

28 თებერვალს ქუთაისში ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ მიმდინარე აქციას, სოციალური ქსელით გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილი. სააკაშვილი სოლიდარობას უცხადებს აქციის მონაწილეებს და მიიჩნევს, რომ ჰესი ქვეყანაში არ უნდა აშენდეს. საკუთარი ნათქვამის უფრო მეტი არგუმენტაციისთვის, სააკაშვილი ამბობს, რომ ჰესების მშენებლობაზე მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ბუნების შენარჩუნებაა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (6)
ჩაწერა სახელი
sos!   (01.03.2021)
ლის-რატომ ბრაზობთ? რა თქვა ამ ქ-ნმა არასწორი? ჰესების მშენებლობა და კერძოდ ნამახვანჰესის სააკაშვილის იდეა იყო და თანხმობაც მისი. ეხლა გადაუხვია გზას,მერამდენეჯერ?

სტუმარი   (01.03.2021)
კომენტარი დაფარულია არაეთიკური გამონათქვამების გამო.

სტუმარი   (01.03.2021)
კომენტარი დაფარულია არაეთიკური გამონათქვამების გამო.

სტუმარი   (01.03.2021)
კომენტარი დაფარულია არაეთიკური გამონათქვამების გამო.

სტუმარი   (01.03.2021)
კომენტარი დაფარულია არაეთიკური გამონათქვამების გამო.

ლი   (01.03.2021)
ვინა ხარ ქალო, კი მაგრამ რა გიხარია, რაც უნდა დიდი კამათი იყვეს ნაცებს შორის, ამით შე ქალო ქოცების უტვინობას, კრიმინალს და კორუპციას ვერ გაამართლებ. ამიტომ გირჩევ შენს თავს და შენს ოჯახს (თუ გყავს) მიხედე. ნაცები თვითომ მორიგდებიან, დამშვიდდი!


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )