რეზონანსი
01.03.2021

იმედი მაქვს, საღამოს გვექნება შანსი, მივაღწიოთ წინსვლას, შეიძლება, დღესვე ვერ მოვაგვაროთ ყველაფერი, მაგრამ შეიქმნება ჩარჩოს სისტემა დიალოგისთვის, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ჩემი განზრახვა არც ყოფილა და არც არის, რომ ამ ლამაზ ქვეყანაში გავატარო ერთი დღე და შემდეგ დავბრუნდე ბრიუსელში და მიხაროდეს შედეგების. ჩემი მთავარი მიზანია, რომ სერიოზულად ვუყურებთ ამ მდგომარეობას. ამ პოლიტიკური სტაბილურობის მიღწევის პერსპექტივას და კარგად ფუნქციონირებადი დემოკრატია არის მნიშვნელოვანი სხვადასხვა გამოწვევის დასაძლევად. ეს არის საქართველოსთვის, ამ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი. მზად ვარ, ჩვენი გუნდი მზად არის, რომ დარჩეს ერთგული, ჩაერთოს სხვა პარტნიორებთან ერთად, რა თქმა უნდა, ამ პროცესში და ეს შეხვედრა ორ კვირაში ბრიუსელში შეიძლება, საინტერესო მომენტიც იყოს.

იმედი მაქვს, დღეს საღამოს გვექნება შანსი, მივაღწიოთ წინსვლას. შეიძლება, დღესვე ვერ მოვაგვაროთ ყველაფერი და ვერ გადავჭრათ, მაგრამ დღეს შეიქმნება ჩარჩოს სისტემა დიალოგისთვის და იქნება განხილვის სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხი", - განაცხადა შარლ მიშელმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )