რეზონანსი
01.03.2021

ბატონ პრეზიდენტს დავუდასტურეთ ხელისუფლების მტკიცე მზაობა პოლიტიკურ ძალებთან დიალოგისთვის, რათა მაქსიმალურად მოკლედ დროში შევძლოთ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესების ნორმალიზება და ერთობლივი ძალისხმევით ვებრძოლოთ გამოწვევებს, ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნის სტაბილურ განვითარებაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილმა იმ საკითხებზე ისაუბრა, რომელიც შარლ მიშელთან განიხილა.

„კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი ბატონ შარლ მიშელს. მოხარული ვართ მისი სტუმრობით. მისი ვიზიტი არის ძალიან მნიშვნელოვანი დადასტურება ჩვენი ქვეყნის მეგობრის. ეს არის ევროკავშირის უმაღლესი რანგის წარმომადგენლის პირველი ვიზიტი საქართველოში, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ საქართველოს ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ გლობალური პანდემიის პირობებში, ეს ვიზიტი ცხადყოფს ევროკავშირის მზაობას, გააგრძელოს საქართველოს მხარადაჭერა იმ კომპლექსური რეფორმების გზაზე, რომელმაც საბოლოო ევროკავშირის სრულფასოვან წევრობამდე უნდა მიგვიყვანოს. ბატონ პრეზიდენტს კიდევ ერთხელ დავუდასტურეთ საქართველოსა და ქართველი ხალხის მისწრაფება ევროპული ღირებულებებისადმი. მინდა აღვნიშნო, რომ გვქონდა ძალიან ნაყოფიერი საუბარი. შევეხეთ არაერთ საკითხს, რომელიც ჩვენს ქვეყანას აწუხებს. ასევე აღინიშნა,რომ ევროპული ოჯახის წევრობა არ არის მხოლოდ პოლიტიკური ხედვის ნაწილი, არამედ ეს არის ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანი და ჩვენ ამ ღირებულებების ერთგულნი ვართ", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )