რეზონანსი
01.03.2021

ევროსაბჭოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ქვეყანა ძალიან რთული სიტუაციის წინაშეა და არსებობს იმის აუცილებლობა, რომ შემუშავდეს კონკრეტული სტრატეგია და ვიპოვოთ პოლიტიკური გადაწყვეტა არსებულ კრიზისში, რომლის განსამუხტად ერთადერთ გზას ევროსაბჭოს პრეზიდენტი პოლიტიკურ დიალოგს ასახელებს.

"ძალიან რთული სიტუაციის წინაშე არსებობთ, არა მარტო საქართველოს ეხება ეს, ეს არის გლობალურად კოვიდის მიერ გამოწვეული სირთულეები და ვაქცინაციის წვდომა და ა.შ.

არსებობს იმის აუცილებლობა, რომ შემუშავდეს სტრატეგია და ჩვენ ამაზე გვქონდა საუბარი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, იმისათვის, რომ ქვეყანამ იქონიოს წვდომა ვაქცინებზე და თან საერთაშორისო დონეზეც გეოპოლიტიკური სიტუაცია გულისხმობს იმას, რომ ბევრი პოლიტიკური სირთულე არსებობს. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ პოლიტიკური გადაწყვეტა ვიპოვოთ ამ პროცესში, ერთადერთი გზა ამისთვის არის პოლიტიკური დიალოგი.

იმედი მაქვს, რომ თქვენ შეძლებთ წინსვლა იქონიოთ დიალოგის პროცესში იმიტომ, რომ ჩვენ თუ შევძლებთ წინსვლის მიღწევას, მაშინ იმ რეფორმებსაც განვახორციელებთ, რაც ქვეყანას, ქვეყნის მოსახლეობას სჭირდება და არა ევროკავშირს, თქვენს ქვეყანას სჭირდება ეს რეფორმები", - განაცხადა შარლ მიშელმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )