რეზონანსი
01.03.2021

შარლ მიშელთან შეხვედრაზე ჩვენ სხვადასხვა თემებზე ვისაუბრეთ. პირველი ვაქცინაციის საკითხი იყო და მიშელმა აღგვითქვა, რომ ის პირადად იქნება ჩართული ვაქცინის საქართველოსთვის გამოგზავნის საქმეში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

„მან დახმარება აღგვითქვა, რომ ევროკავშირი ამ მიმართულებით იქნება საქართველოს ძალიან დიდი მხარდამჭერი. მეორე საკითხი რაზეც ვისაუბრეთ იყო რეგიონში არსებული ვითარება. უსაფრთხოების საკითხები და განსაკუთრებით გართულებული ვითარება. ასევე რუსეთის გაძლიერება სამხრეთ კავკასიის რეგიონში და ის ნაბიჯები, რომელიც საქართველომ უნდა გადადგეს საკუთარი უსაფრთხოების განსამტკიცებლად და ასე ის ნაბიჯები რომლებიც ევროკავშირმა უნდა გადადგას იმისთვის, რომ საქართველო როგორც მისი მოკავშირე და ასოცირებული პარტნიორი იყო ამ შემთხვევაში დაცული.

მესამე საკითხი იყო შიდა პოლიტიკური მოვლენები. ჩვენ ვისაუბრეთ ვითარების დეესკალაციის აუცილებლობაზე. ვისაუბრეთ ასევე, რომ პოლარიზაცია, რაც დღეს ქვეყანაში არსებობს, საერთოდ არ უწყობს ხელს საქართველოს უსაფრთხოებას. პირიქით, ერთადერთ ქვეყანას აწყობს, ეს ქვეყანა რუსეთის ფედერაციაა. აქედან გამომდინარე, საჭიროა პოლარიზაციის დასრულება და ქვეყნის ნორმალურ კალაპოტში დაბრუნება, რაშიც ევროკავშირი დაგვპირდა, რომ ისინი მზად არიან, თვითონ ჩაერთონ მხარეებს შორის მედიაციის პროცესში“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )