რეზონანსი
01.03.2021

ვფიქრობ, იმედიანი გაზაფხული დგება, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, შეთანხმების მიღწევაზე საუბარი ნაადრევია. ამასთან, როგორც ნათელაშვილმა განაცხადა, არსებულ ვითარებაში ერთადერთი გამოსავალი ახალი საპარლამენტო არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლებაა.

„ჩვენმა სტუმარმა, ევროკავშირის პრეზიდენტმა შარლ მიშელმა აჩვენა უნიკალური პოლიტიკური და დიპლომატიური უნარი, რასაც ვერ წარმოვიდგენდით ის მოახდინა, რომ ჩვენ დავსხედით საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელობით კონსულტაციებისთვის, რომელიც არ არის არც მოლაპარაკება და არც რაუნდი, ვიდრე არ გათავისუფლდება ნიკა მელია და ყველა პოლიტიკური პატიმარი. ასევე, ვიდრე პირველ საკითხად არ ჩაჯდება ახალი საპარლამენტო არჩევნები, რომელმაც უნდა შეცვალოს არა მარტო ხელისუფლება, ჩვენი ცხოვრება უკეთესობისკენ. შეთანხმების მიღწევაზე ჯერ საუბარი ნაადრევია. ჩვენ გავცვალეთ პოზიციები და სავსებით გასაგებად ვუთხარით მთავრობის ხელმძღვანელს, რომ არსებულ ვითარებაში ერთადერთი გამოსავალია ახალი საპარლამენტო არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (3)
ჩაწერა სახელი
anne   (02.03.2021)
GISMONOS MAMA GMERTMA "KAXELO" AMIN!

ოთო   (01.03.2021)
შალიკო მაგარი კლოუნი ხარ 😅😅😅

კახელი   (01.03.2021)
არ დაგასწროთ ღმერთმა არც შენ და არც ერთი დესტრუქციული იული ძალა გაზაფხულს.ამოხვედით ყელში სკამების მაძიებელო ვივინდარებო


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )