
ოპოზიციისთვის, ყველაზე კარგი გამოსავალი პარლამენტში შემოსვლაა. იმუშაონ იმ საკითხებზე, რომლებზეც აცხადებენ, რომ, თითქოს, მათი მიზნებია, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება, ამაში არ მონაწილეობენ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა ტელეკომპანია „იმედის„ ეთერში, გადაცემაში „დღის ქრონიკა“ განაცხადა.
„ამ პარლამენტში, უკვე მერამდენედ მეორდება ისტორია. გვახსოვს წინა შეთანხმებები ოპონენტებთან - საარჩევნო რეფორმაზე, კონსტიტუციის ცვლილებაზე და საბოლოო ჯამში, მათ ამაში არანაირი მონაწილეობა არ მიიღეს. ახლაც იგივე მეორდება. საარჩევნო რეფორმაში, რომელიც იყო შეთანხმების მცდელობის ერთ-ერთი საკითხი და რომელიც დღეს დავაინიცირეთ, ამაშიც არ მონაწილეობენ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.