რეზონანსი
02.03.2021

თუკი საწარმო თავისი საქმიანობის შედეგად დააბინძურებს გარემოს, ის თვითონვე იქნება პასუხისმგებელი გარემოსთვის მიყენებული ზიანის გამოსწორებაზე და ვალდებული იქნება ყველა საჭირო ღონისძიება ამ ზიანის აღმოსაფხვრელად. ეს არის პრინციპი „დამაბინძურებელი იხდის“, რომელიც ჩვენ ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად გადმოვიტანეთ კანონმდებლობაში, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა განაცხადა.

„დღეს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ ახალი კანონპროექტი, რომელიც დაამკვიდრებს სრულიად ახალ სტანდარტებს ამ სფეროში. კერძოდ, თუკი საწარმო თავისი საქმიანობის შედეგად დააბინძურებს გარემოს, ის თვითონვე იქნება პასუხისმგებელი გარემოსთვის მიყენებული ზიანის გამოსწორებაზე და ვალდებული იქნება ყველა საჭირო ღონისძიება ამ ზიანის აღმოსაფხვრელად. ეს არის პრინციპი „დამაბინძურებელი იხდის“, რომელიც ჩვენ ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად გადმოვიტანეთ კანონმდებლობაში. კანონის 2022 წლის ივლისიდან ამოქმედდება და მანამდე სამინისტრომ ზედამხედველობის მექანიზმები უნდა გააძლიეროს. ეს კანონი ითვალისწინებს საკმაოდ მაღალ სანქციას - 80 000 ლარამდე დარღვევის სიმძიმის მიხედვით. თუკი რომელიმე საწარმო წლის განმავლობაში რამდენჯერმე დაარღვევს კანონის მოთხოვნებს, ცხადია, საჯარიმო სანქცია გაორმაგდება და გასამმაგდება. პირველ ეტაპზე ჰაერის დაბინძურების შემცირებასთან დაკავშირებული ვალდებულებები მიმდინარე წლის ივლისიდან ამოქმედდება და 85-მდე საწარმოს შეეხება. მათთანაც გვქონდა კონსულტაციები, და საწარმოები მზად არიან, დაიცვან ახალი რეგულაციები. რაც შეეხება 2022 წლის ივლისიდან ასამოქმედებელ ახალ რეგულაციებს, ეს ეხება მეტალურგიას, ქიმიურ მრეწველობას, სამშენებლო მასალების წარმოებას. ისინი ემზადებიან ახალ რეგულაციების შესრულებისთვის და ჩვენ აქტიური კონსულტაციები გვაქვს მათთან“, - განაცხადა თანდილაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )