რეზონანსი
02.03.2021

„ევროპელი სოციალისტები“ კომუნალური გადასახადების სუბსიდირების ვადის კიდევ ერთი თვით გახანგრძლივებას ითხოვენ. ამის შესახებ პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის 3​​​​1​​ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო, 2020 წლის 30 ოქტომბერს მთავრობამ მიიღო დადგენილება, მოსახლეობის დახმარების მიზნით, 2020 წლის ნოემბრის, დეკემბრისა და 2021 წლის იანვრისა და თებერვლის თვეებში (თითოეული თვისთვის) მოხმარებული ელექტროენერგიის ან/და ბუნებრივი გაზის

ან/და სასმელი წყლის გადასახადების სუბსიდირების შესახებ.

იმდენად, რამდენადაც, ზემოთ აღნიშნულ 2020 წლის ნოემბერ-დეკემბრისა და 2021 წლის იანვრისა და თებერვლის თვეებში საგრძნობლად მოიმატა კორონავირუსით გამოწვეულმა ინფიცირებულთა რაოდენობამ, რამაც იძულებული გახადა მთავრობა, კიდევ უფრო გაემკაცრებინა შეზღუდვები, ამას თან დაერთო სუსხიანი ზამთარი, მოსახლეობის სოციალ-ეკონომიკური მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა.

იქიდან გამომდინარე, რომ სინოპტიკოსთა პროგნოზით 2021 წლის მარტიც ასევე სუსხიანი იქნება, მივმართავთ თხოვნით მთავრობას, რათა გააგრძელოს სუბსიდირების ვადა კიდევ ერთი თვით 2021 წლის მარტის ჩათვლით. გასათვალისწინებელია ასევე ის ფაქტიც, რომ გაზის წვის მაჩვენებლის აღება ხდება ყოველი თვის 11-13 მდე, ხოლო ელექტროენერგიის დანახარჯის მაჩვენებელის 17-20 რიცხვამდე, რაც ნიშნავს იმას, რომ მოსახლეობამ სრულყოფილად ვერ გამოიყენა მთავრობის მიერ გაწეული სუბსიდირება (გაზის მოხმარებისთვის სუბსიდირება მოხდა 2020 წლის 11-13 ოქტომბრიდან 11-13 ნოემბრამდე, ხოლო ელექტროენერგიის 17-20 ოქტომბრიდან 17-20 ნოემბრამდე) და ეს ასევე ეწინააღმდეგება მთავრობის მიერ მიღებული 30 ოქტომბრის სუბსიდირების დადგენილების მე-2 მუხლის ჩანაწერს სადაც მითითებულია რომ „პირველი მუხლის შესაბამისად მიღებული დაფინანსება არ უნდა იქნეს მიმართული მომხმარებლის მიერ 2020 წლის ნოემბრამდე წარმოშობილი დავალიანებების დასაფარად“.

აქედან გამომდინარე, მივმართავთ საქართველოს მთავრობის ეკონომიკურ გუნდს, არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, სუბსიდირების ვადა გახანგრძლივდეს კიდევ ერთი თვით, 2021 წლის მარტის ჩათვლით. მთავრობის ეს გადაწყვეტილება იქნება პატარა შეღავათი მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაში მყოფი საქართველოს მოსახლეობისთვის“, – აცხადებენ პარტიაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )