რეზონანსი
02.03.2021

“მეორე დღესვე დაარღვიეს შარლ მიშელთან დადებული პირობა და გააგრძელეს დესტრუქცია, რაც ნამდვილად არ უწყობს ხელს დიალოგს, რის აუცილებლობაშიც მიშელი ოპოზიციას გუშინ მთელი დღე არწმუნებდა”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს და ამით გამოეხმაურა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის საქართველოში ვიზიტს.

“ეს იმიტომ, რომ კონსტრუქციულობა უბრალოდ მათ ბუნებას ეწინააღმდეგება. იმედია, ამ ყველაფერს ხედავს ევროკავშირის წარმომადგენლობა, ხედავენ სხვებიც. როგორ აღიქვამენ, ეს ცალკე თემაა, მაგრამ ჩემი აზრით, რთულია დადებითად აღიქვა როდესაც გეუბნებიან ერთს, ხოლო საქმით აკეთებენ მეორეს.

მოკლედ, არ გათეთრდების ნაც ყორანი გინდა მიშელმა ხეხოს ქვიშით, გინდა სხვა ევროპელმა დიდმოხელეებმა”, – წერს ანჯაფარიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )