რეზონანსი
02.03.2021

საქართველოდან გერმანიაში დროებით სამუშაოდ წასვლის მსურველთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება. ისინი, ვინც ამ პროგრამის ფარგლებში გერმანიაში ყოფნის 3-თვიან ვადას დაარღვევს, საქართველოში სოციალურ დახმარება შეუწყდებათ.

სოციალური მომსახურების სააგენტოში აღნიშნავენ, რომ 3 თვეზე მეტი ვადით საზღვრის კვეთის შემთხვევაში, ადამიანი კარგავს სოციალურ დახმარებას. მისი ოჯახის წევრები კი განაგრძობენ მიღებას გადამოწმებამდე. პანდემიიდან გამომდინარე სარეიტინგო ქულის გადამოწმებაზე მორატორიუმია გამოცხადებული. მისი ამოწურვის შემდეგ კი საზღვრის კვეთა გამოიწვევს ოჯახის გადამოწმებას. ვადების დაცვით წასული და დაბრუნებული მოქალაქეების სოციალური სტატუსი უცვლელი დარჩება.

,,მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ოჯახის წევრის 3 თვეზე მეტი ვადით საქართველოს საზღვრის კვეთის შემთხვევაში, ოჯახმა დემოგრაფიული ცვლილების საფუძველით უნდა აცნობოს სააგენტოს, რის საფუძველზეც, 2010 წლის 20 მაისის №141/ნ ბრძანებით დამტკიცებული წესის შესაბამისად, მოხდება ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გადამოწმება. ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ მოწოდებული და ხელმოწერით დადასტურებული ინფორმაციის საფუძველზე შეივსება „ოჯახის დეკლარაცია“, - განუცხადეს ,,ბიზნესპრესნიუს“ სოციალური მომსახურების სააგენტოში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )