რეზონანსი
02.03.2021

მე ექიმი ვარ და ჩემი მოვალეობა კლინიკაში მოსული პაციენტის გადარჩენაა, თუმცა, ვაქცინების ათვისებაზე გაძლევთ გარანტიას, რომ ოღონდ იყოს და ავითვისებთ უსაფრთხოდ, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

„დიდი ხანია, ვაქცინაციის გეგმა შემუშავებულია. სამედიცინო ქსელი ამისთვის მზად არის, ერთ-ერთი გახლავთ ჩვენი ცენტრი. სამედიცინო პერსონალმა გაიარა ტრენინგები, მათ შორის უსაფრთხოების საკითხებში, ვინაიდან ვაქცინას ზოგჯერ ახასიათებს გართულება, მათ შორის ალერგიული მიმართულებით. ამისთვისაც მზად ვართ. მე ექიმი ვარ და ჩემი მოვალეობა კლინიკაში მოსული პაციენტის გადარჩენაა, თუმცა, ვაქცინების ათვისებაზე გაძლევთ გარანტიას, რომ ოღონდ იყოს და ავითვისებთ უსაფრთხოდ. მზად არიან ბრიგადები, ინტენსიური განყოფილების სპეციალიტები, მზად არის პრეპარატებიც. ბევრს რომ ეგონა, „გუდვილში“ უნდა გვექირავებინა მაცივრები ვაქცინის დასასაწყობებლად, ნურას უკაცრავად, ჩვენ გვაქვს საკმარისი რაოდენობა ყველა ტიპის ვაქცინის შესანახად, როგორც 20-გრადუსიანის, ისე 80-იანის“, - განაცხადა ცერცვაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )