რეზონანსი
04.03.2021

შემუშავდა კრიტერიუმები, რომელთა შესაბამისადაც ანტიკრიზისული გეგმის და მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის ფარგლებში პანდემიით გამოწვეული ზიანის შემსუბუქებისა და ეკონომიკის სტიმულირებისთვის ამოქმედდა სუბსიდირების პროგრამა თბილისში მდებარე მცირე და საშუალო ზომის სარესტორნო ბიზნესისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„მოგეხსენებათ პანდემიამ ეკონომიკის ყველა დარგი დააზარალა, განსაკუთრებული პრობლემა შეუქმნა ტურიზმის სექტორს და კვების იმ ობიექტებს, რომლებიც დამოკიდებული არიან ტურისტების ნაკადზე. დღეს მთავრობის სხდომაზე განვიხილავთ შესაბამის ინიციატივას, რომელიც უკავშირდება შემდეგ საკითხს, შემუშავდა კრიტერიუმები, რომელთა შესაბამისადაც ანტიკრიზისული გეგმის და მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის ფარგლებში პანდემიით გამოწვეული ზიანის შემსუბუქებისა და ეკონომიკის სტიმულირებისთვის, ამოქმედდა სუბსიდირების პროგრამა თბილისში მდებარე მცირე და საშუალო ზომის სარესტორნო ბიზნესისთვის.

ფინანსური დახმარება ობიექტებისთვის განისაზღვრა 5 ათასი ლარით, ერთი იურიდიული პირის მიერ ერთზე მეტი რესტორნის ოპერირების შემთხვევაში დაფინანსება შეადგენს 10 ათასს ლარს. რა თქმა უნდა ცენტრალური მთავრობა მზად არის მხარი დაუჭიროს მერიის ამ ინიციატივას", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )