რეზონანსი
04.03.2021

ხელვაჩაურის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსების მძღოლები საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი მესამე დღეა, გაფიცულები არიან და მგზავრობის საფასურის გაზრდას მოითხოვენ.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ 50 თეთრი, რომელიც მერიამ დაადგინა, საკმარისი არ არის იმ ხარჯების დასაფარად, რაც საწვავსა და ავტომანქანას სჭირდება.

„გვესმის ხელისუფლების, რომ ტარიფის გაზრდა დააზარალებს მოსახლეობას, მაგრამ ყველაფერი გაძვირდა, მძღოლებსაც ხომ სჭირდებათ მუშაობა და არსებობა. მოვითხოვთ პრობლემის მოგვარებას", - განაცხადა უფლებადამცველმა, თამაზ ბაკურიძემ.

აქციის მონაწილეები ბათუმის მერთან შეხვედრასა და პრობლემების მოგვარებას ითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, პროტესტის გაგრძელებას გეგმავენ.

ამ წუთებში ბათუმის მერიაში შეხვედრაზე აქციის ათი მონაწილე შევიდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )