რეზონანსი
04.03.2021

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას ინფორმაციით, უნგრული ავიაკომპანია Wizz Air-ი მარტის ბოლოდან ფრენებს 20 მიმართულებით შეასრულებს.

როგორც თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მარტის ბოლოდან საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირებას დაიწყებს ახალი ავიაკომპანია ვიზიარ აბუ-დაბი.

„ვიზიარი მარტის ბოლოდან ქუთაისის განახლებულ საერთაშორისო აეროპორტში, ამ მომენტისთვის არსებული ინფორმაციით, ფრენებს შეასრულებს 20 მიმართულებით კვირაში 45 ფრენა იქნება. მარტის ბოლოდან საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირებას დაიწყებს ახალი ავიაკომპანია ვიზიარ აბუ-დაბი. ის ფრენებს შეასრულებს აბუ-დაბი - ქუთაისი - აბუ-დაბის მიმართულებით კვირაში ორჯერ.

რეგულარული ფრენები მარტის განმავლობაში განხორციელდება კვირაში დაახლოებით 70-მდე ფრენა, სხვადასხვა ავიაკომპანიის მიერ, ხოლო დღეს მიღებული განაცხადებით ზაფხულში იქნება 200 ფრენა", - განაცხადა ნათია თურნავამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )