რეზონანსი
04.03.2021

თავდაცვის სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ამ წუთებში ვაზიანის მე-4-ე მექანიზებული ბრიგადის მეთაურებს კითხავენ.

როგორც ირკვევა, გარდაცვლილია საკონტრაქო სამხედრო მოსამსახურე ჯონი ძინძიბაძე. ერთ-ერთი ვერსიით, 21 წლის ჯარისკაცი სამორიგეო ნაწილში იმყოფებოდა , როდესაც გასროლა მოხდა.

ძინძიბაძეს ტყვია შუბლში აქვს მოხვდედრილი.

ჯარისკაცი წუხელ ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა ის უკვე გარდაცვლილი იყო.

21:20 საათზე სამხედრო ნაწილიდან, სამხედრო მედპერსონალის მიერ შემოყვანილი იქნა სამხედრო მოსამსახურის გვამი. შემოსვლისას პაციენტს საციცოცხლო ნიშნები არ აღენიშნებოდა. ჰქონდა გამჭოლი ჭრილობა შუბლისა და კეფის არეში", - განაცხადა კლინიკის გადაუდებელი მედიცინის განყოფილების ხელმძღავნელმა, ანა დარგიშვილმა.

თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, სავარაუდო თვითმკვლელობა ოჯახურ პრობლემებს უკავშირდება.

არსებობობს კიდევ ერთი დაუდასტურებელი ინფორმაცია, რომ ძინძიბაძე შეყვარებულს ეჩხუბა და სუიციდი მას შემდეგ ჩაიდინა. განიხილება თვითმკვლელობამდე მიყვანის ვერსიაც .

მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

წყარო: newpost.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )