რეზონანსი
04.03.2021

საავტომობილო კოლონა რესპუბლიკის მოედნიდან რუსთავის N12 დაწესებულებისკენ დაიძრა. ოპოზიციის ლიდერები, მხარდამჭერები და აქტივისტები, ნიკა მელიას მხარდამჭერ აქციას მართავენ. მათი თქმით, მსვლელობა მშვიდობიანია და მისი მიზანი "ქართული ოცნებისთვის" კიდევ ერთხელ ხმის გაგონებაა.

"ხელისუფლება აგებდა პიარ კამპანიას იმაზე, რომ ოპოზიცია დესტრუქციულად იქცევა. სწორედ ამიტომ, მინიმალური შანსიც რომ არ დავუტოვოთ ხელისუფლებას, რომ მოლაპარაკებების შეფერხება რაიმე სახით დააბრალოს ოპოზიციას, სწორედ ამიტომ მოვაწყობთ მშვიდობიან მსვლელობას დღეს რუსთავის ციხისკენ, სადაც უკვე 10 დღეა ბიძინა ივანიშვილს ნიკა მელია უკანონოდ ყავს გამოკეტილი",- თქვა ზაალ უდუმაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
...   (05.03.2021)
აბა ჰეეე, აბა ჰოოო.


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )