რეზონანსი
04.03.2021

თბილისის საქალაქო სასამართლოში ახალგაზრდა პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე მოსმენა იმართებოდა, სადაც ბაჩალიაშვილის დედა თეონა თამაზაშვილი დაიკითხა.

მან ჩვენება მტკიცებულებების ფალსიფიკაციის თაობაზე მაგისტრი მოსამართლის წინაშე მისცა. საქმე ეხება ახალ ფიგურანტს მარიამ შარაშიძეს, რომელმაც რამდენიმე თვის წინ ოჯახს "სქრინები" მიაწოდა. თამაზაშვილის განცხადებით, კითხვების შინაარსი უაზრო იყო და ისინი მის წონასწორობიდან გამოყვანას ემსახურებოდა:

"როგორც ყოველთვის, უაზრო კითხვები იყო. ტელეფონებიც თვითონ აქვთ და „სქრინებიც" და გადამოწმებაც თვითონ შეუძლიათ. მეკითხებოდნენ, როდის მომწერა მარიამმა, საათები და წუთები აინტერესებდათ, უნდათ, წონასწორობიდან გამომიყვანონ, რომ ამ საქმეს შევეშვა. ადვოკატებთან ერთად რას აკეთებდი, ადვოკატი რას გირჩევდათო, მეკითხებოდნენ, ადვოკატების წინააღმდეგ აქვთ კამპანია, რომ ჩამოაშორონ ადვოკატები საქმეს, რათა სტრასბურგში არ მოხდეს საქმის გასაჩივრება. ისეთი უაზრო კითხვები ჰქონდათ, რაზეც პასუხი თვითონვე იცოდნენ, ჩემი მეხსიერება გადაამოწმეს, თუ რა ქნეს, არ ვიცი. არავის ჰქონდეს ილუზია, რომ დავიღლები, ან გავბრაზდები და ხელს ჩავიქნევ, პირიქით, დღითიდღე მიორმაგდება ბრძოლის უნარი",- განაცხადა თამაზაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )