რეზონანსი
04.03.2021

„კოვაქს" პლატფორმა ვაქცინების განაწილების შესახებ შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს. ანგარიში მოიცავს ინფორმაციას Oxford-AstraZeneca-ს დოზების რაოდენობის შესახებ, რომელიც სახელმწიფოებმა 2021 წლის მაისამდე უნდა მიიღონ.

ეს პირველი რაუნდი ჯამში ვაქცინის 237 მილიონი დოზის განაწილებას გულისხმობს.

„კოვაქს" პლატფორმის ანგარიშის თანახმად, სახელმწიფოები ვაქცინას შესაბამისი კრიტერიუმების შესრულების შემთხვევაში მიიღებენ, როგორიცაა ვაქცინაციის ეროვნული გეგმის დამტკიცება, კომპენსაციისა და პასუხისმგებლობის ხელშეკრულებები და ავტორიზაცია ექსპორტ-იმპორტისთვის.

„კოვაქს" პლატფორმა ჯანმო-ს მიერ წევრ სახელმწიფოებთან კონსულტაციის საფუძველზე შეიქმნა და ის ადგენს კრიტერიუმებსა და მიდგომას ვაქცინის პლატფორმიდან დისტრიბუციის მიმართ.

განაწილების ამ პირველი რაუნდის გარდა, „კოვაქს" პლატფორმიდან Pfizer-BioNTech-ის 1.2 მილიონი დოზის ექსკლუზიური განაწილება, სხვადასხვა ქვეყნებში, სავარაუდოდ, 2021 წლის პირველ კვარტალში მოხდება.

როგორც ანგარიშშია მოცემული, „კოვაქს" პლატფორმიდან Oxford/AstraZeneca-ს ვაქცინის ყველაზე მეტ - 13 656 000 დოზას ნიგერია მიიღებს, ყველაზე ცოტას - 4 800 დოზას ტაულუ.

რაც შეეხება საქართველოსა და მის მეზობელ ქვეყნებს, „კოვაქსიდან" ქართული მხარე Oxford/AstraZenec-ს 129 600 დოზას, სომხეთი - 124 800 დოზას, აზერბაიჯანი - 432 000 დოზას მიიღებს.

Pfizer-ის ვაქცინის შემთხვევაში, ყველაზე მეტ - 117 000 დოზას პლატფორმიდან უკრაინა, კოლუმბია, პერუ, ფილიპინები, სამხრეთ აფრიკა და სამხრეთ კორეის რესპუბლიკა მიიღებს, ხოლო ყველაზე ცოტა - 5 850 დოზა მალდივებსა და კაბო-ვერდეს ერგო.

საქართველო „კოვაქს" პლატფორიდან Pfizer-ის ვაქცინის 29 250 დოზას მიიღებს, ხოლო სომხეთსა და აზერბაიჯანს აღნიშნული ვაქცინის შესახებ „კოვაქსთან" ხელშეკრულება არ აქვთ.

მეზობელი ქვეყნებიდან თურქეთი ვაქცინაციას ჩინური, ხოლო რუსეთი საკუთარი ვაქცინით აწარმოებს.

წყარო: pia.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )