რეზონანსი
04.03.2021

შემუშავდა საინტერესო დებულებები, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიც არის საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტება და ადგილობრივ დონეზე საარჩევნო სისტემა, კვლავ შეუთანხმებელი რჩება, - ამის შესახებ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" წევრმა, ვახუშტი მენაბდემ პარლამენტში საარჩევნო საკითხებზე განუცხადა.

ვახუშტი მენაბდის თქმით, ორი ფუნდამენტური საკითხი კვლავ პრობლემური რჩება.

„საპარლამენტო განხილვის პროცესში შესაძლებელია მრავალმხრივი ჩართვა, ამისთვის აუცილებელი არ არის საკუთარი მანდატის განხორციელება. სიამოვნებით მოვისმენდი ოპოზიციური პარტიების პოზიციას, ხელისუფლება ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ეს პარტიები ჩართოს ამ პროცესში, რომ უფრო მეტად სრულყოფილი პროცესი მივიღოთ.

რაც შეეხება რეკომენდაციებს, ორი ფუნდამენტური საკითხი კვლავ პრობლემური რჩება - ერთი, ეს არის საარჩევნო სისტემა და მეორეა საარჩევნო ადმინისტრაცია. ტექნიკურ ნაწილში ბევრ ინიციატივაზე შეთანხმება მიღწეულია და ამ მიმართულებით საარჩევნო კანონი უკეთესი იქნება. შემუშავდა საინტერესო დებულებები, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიც არის საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტება და ადგილობრივ დონეზე საარჩევნო სისტემა, კვლავ შეუთანხმებელი რჩება. გვესმის, რომ ეს არის ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის იმ მოლაპარაკებების ნაწილი, რომელიც შარლ მიშელის ჩამოსვლის შემდეგ დაიძრა. ვფიქრობთ, აღნიშნული საკითხები მსჯელობის საგანი გახდება", - განაცხადა ვახუშტი მენაბდემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )