რეზონანსი
04.03.2021

ის ნაბიჯები, რასაც მთავრობა დგამს ეკონომიკის გახსნის კუთხით, ეკონომიკური სტაბილურობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია ინფექციის გავრცელების დაბალი მაჩვენებლის შენარჩუნება.

„გვქონდა შესაძლებლობა გაგვეზიარებინა ინფორმაცია, თუ რა ვითარებაა ახლა ჩვენს ქვეყნებში, როგორც ინფექციის მართვის კუთხით, ასევე ვაქცინაციის პროცესთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია ინფექციის გავრცელების დაბალი მაჩვენებლის შენარჩუნება. საქართველომ კარგად იმუშავა ინფექციის გავრცელების შემცირების კუთხით, დიდი მოცულობის ტესტირებით და სიფრთხილის ზომებით. ახლა ის ნაბიჯები, რასაც მთავრობა დგამს ეკონომიკის გახსნის კუთხით, ეკონომიკური სტაბილურობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ყველა დიდ ძალისხმევას ვდებთ, რომ მივიღოთ ვაქცინა ჩვენი მოსახლეობის ასაცრელად და ყველა ქვეყანა გარკვეულ სიძნელეებს აწყდება, რომ ვაქცინის საკმარისი რაოდენობა მიიღოს. საბედნიეროდ, ნელ-ნელა ახალი ვაქცინებიც შემოდის. სულ ახლახან გამოჩნდა ჯონსონ-ჯონსონის ვაქცინა და იმედი გვაქვს, რომ უფრო მეტი ვაქცინის მოწოდება გახდება შესაძლებელი საქართველოსთვის, ბოსნიის, მოლდივის, უკრაინისთვის, იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ, რომ თავიანთი მოსახლეობისთვის საკმარისი რაოდენობის ვაქცინა მიიღონ", - კელი დეგნანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )