რეზონანსი
05.03.2021

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ბოლო დროს გახმაურებულ მოზარდების საქმეებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს არა მხოლოდ რომელიმე უწყების, არამედ საზოგადოების პრობლემაცაა.

მისივე თქმით, უწყება პასუხისმგებლობას თავს არ არიდებს და მსგავსი შემთხვევების თავიდან აცილების მიზნით, კიდევ მეტს გააკეთებს. თუმცა როგორც გომელაურმა აღნიშნა, პრობლების გადასაჭრელად საზოგადოების ჩართულობა აუცილებელია.

„რაც შეეხება 13 წლის ბავშვის თემას, ძალიან ბევრი შეკითხვა წამოვიდა, ეს რა თქმა უნდა, უმძიმესი თემაა. ქალბატონმა თეამაც ბრძანა, მეც შევუერთდები, ეს არ არის მარტო შსს-ს თემა. რატომღაც ყველა იძახის, სად იყო პოლიცია. რა მოხდა? მე რა თქმა უნდა, თემას თავს არ ვარიდებ. განათლება იქნება თუ სხვა სამინისტრო, ყველას ბრალია, თქვენი ბრალიცაა, ჩემი ბრალიც, საზოგადოების, ყველას ბრალია. რომ არა საავადმყოფოდან შემოსული ინფორმაცია, ვერც გავიგებდით, რაც მოხდა, აღარ მინდა, დეტალებში შევიდე. ისე გავიდა ეს თვეები, საერთოდ არავის არაფერი უთქვამს, ან მეზობელი არ ხედავს? მარტო შსს-ს პრობლემა არ არის, არამედ საზოგადოების პრობლემაა. იგივე იყო 14 წლის ბავშვი ქობულეთში. მოიყვანეს ბიძებმა, დაიკითხა, არანაირი ძალადობა არ დაუფიქსირებია, სოციალურ მუშაკთან ერთად დაიკითხა, როგორც წესია. გავიდა და მოხდა ეს. ბაბუა დავაკავეთ, გამოძიება კიდევ მიმდინარეობს. თუ ვინმე გამოიკვეთება, დავაკავებთ. ეს სერიოზული პრობლემაა.

ძალიან მძიმე, რთული თემაა ეს. რა თქმა უნდა, ვეცდებით, მეტი გავაკეთოთ. მესმის, არ ვარიდებ თავს პასუხისმგებლობას. ძალიან მძიმეა, მეც მყავს შვილები, ყველას გვყავს შვილები, ურთულესი და უმძიმესი თემაა, მაგრამ ვფიქრობ, საზოგადოებაც უნდა ჩაერთოს", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )