რეზონანსი
05.03.2021

1-ლი აპრილიდან ახალი, ლურჯი მიკროავტობუსებით მგზავრობის საფასური, 80 თეთრის ნაცვლად, 50 თეთრი იქნება.

აღნიშნულს „საზოგადოებრივ ტრანსპორტთან დაკავშირებით დედაქალაქის მთავრობის 2021-2023 წლების სამუშაო პროგრამა" ითვალისწინებს, რომელსაც თბილისის საკრებულო დღევანდელ სხდომაზე განიხილავს.

საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის, ოთარ გრიგოლიას განცხადებით, გადახდის ინტეგრირებული სქემა კომპანია „სისტრამ" მოამზადა და გულისხმობს, რომ ერთხელ აღებული ბილეთით მგზავრს საათ-ნახევრის განმავლობაში შეეძლება მეტროთი, ავტობუსითა და მიკროავტობუსით მგზავრობა.

მისივე განცხადებით, 1-ლი აპრილიდან ინტეგრირებულ სისტემაში 300 ლურჯი მიკროავტობუსი ჩაერთვება და ტარიფის ცვლილება ძველ, ყვითელ მიკროავტობუსების არ შეეხება.

„მოქალაქეები ისარგებლებენ იმ შეღავათებით, რაც საზოგადოებრივ ტრანსპორტს ჰქონდა, კერძოდ, საათნახევრის განმავლობაში ისინი ერთი გადახდის შემდეგ უფასოდ იმგზავრებენ როგორც მეტროში, ასევე ავტობუსსა და ლურჯ მიკროავტობუსში. გაერთიანებული ინტეგრირებული სისტემა უფრო მოსახერხებელი და გამარტივებული იქნება. საკრებულო ამ ცვლილებას მხარს დაუჭერს ისევე, როგორც სატრანსპორტო რეფორმას, რომელსაც მერია ახორციელებს. ეს არის დღესდღეობით მთავარი და წარმატებული რეფორმა", - განაცხადა გრიგოლიამ.

მისივე ინფორმაციით, დღესდღეობით 300 ლურჯი მიკროავტობუსია დედაქალაქში, რომელიც მერიამ შეისყიდა, თუმცა, მომდევნო ეტაპზე მიკროავტობუსების რაოდენობა გაიზრდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
მედეა   (06.03.2021)
ყველაფერი 30-50 თეთრითაა გაძვირებული,ძლივს გავიგონე 80-დან 50-მდე შემცირება.ეს ერთი და სხვა მრავალი!ყოჩაღ.


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )