რეზონანსი
05.03.2021

საქართველოში კოვიდი ადამიანთა მნიშვნელოვანმა ნაწილმა გადაიტანა, – ამის შესახებ ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ბუწაშვილის თქმით, რეგისტრირებულზე მინიმუმ სამჯერ მეტმა ადამიანმა უკვე გადაიტანა კორონავირუსი.

“საქართველოში კოვიდი ადამიანთა მნიშვნელოვანმა ნაწილმა გადაიტანა. ძალიან ძნელია შეფასება, ზუსტად რამდენმა პროცენტმა, მაგრამ უხეში ვარაუდით მინიმუმ სამჯერ მეტმა(816 786), ვიდრე რეგისტრირებულია(272 262) (ზოგიერთ რეგიონში, მაგალითად, აჭარაში, ალბათ კიდევ უფრო მეტმა). ვფიქრობ, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის მინიმუმ 20-25%-მა კოვიდი გადაიტანა (ეს ჩემი სუბიექტური შეფასებაა და რაიმე სამეცნიერო მტკიცებულებებს არ ეყრდნობა).

ოფიციალურ ციფრებზე ბევრად მეტი შემთხვევების არსებობის მიზეზები შეიძლება იყოს: ა) უსიმპტომოდ მიმდინარე შემთხვევები, როცა ადამიანებისთვის სრულიად შეუმჩნეველი რჩება, რომ კოვიდი გადაიტანეს, შესაბამისად, ასეთ ადამიანებს გამოკვლევაც არ ჩაუტარებიათ და სტატისტიკურ მონაცემებშიც არ მოხვედრილან; ბ) სიმპტომური, მაგრამ არადიაგნოსტირებული შემთხვევები, ანუ ვისაც ჰქონდა სიმპტომები, მაგრამ არ ჩაიტარა ტესტირება (მაგალითად იმიტომ, რომ ოჯახის წევრს ჰქონდა დადასტურებული კოვიდი და დანარჩენებმა, ვისაც სიმპტომები დაეწყო, ჩათვალეს, რომ მათაც იგივე დიაგნოზი ექნებოდათ და ტესტი აღარ გაიკეთეს. ამას ხშირად ექიმებიც ვურჩევდით ხოლმე), გ) მნიშვნელოვან ნაწილში აშკარად იყო კლინიკური კოვიდი, მაგრამ არ დასტურდებოდა PCR და ანტიგენის ტესტით, ანუ ანალიზის შედეგი უარყოფითი იყო. ეს ადამიანებიც სტატისტიკის მიღმა აღმოჩნდნენ”, – წერს მაია ბუწაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )