რეზონანსი
05.03.2021

„ევროპული საქართველო“ მზად არის შევიდეს პარლამენტში და მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო კომისიის მუშაობაში, თუ დაკმაყოფილებული იქნება მათი მოთხოვნა ვადამდელ არჩევნებთან ან პლებისციტთან და პოლიტპატიმრების გათავისუფლებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ გიგა ბოკერიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

კითხვაზე, თუ შეთანხმება იქნება მიღწეული ვადამდელ არჩევნებთან ან პლებისციტთან დაკავშირებით და გათავისუფლდებიან პატიმრები, შევლენ თუ არა ისინი პარლამენტში და მიიღებენ თუ არა საგამოძიებო კომისიის მუშაობაში მონაწილეობას, „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა განაცხადა, რომ თავად პარლამენტის წევრი ვერ იქნება, თუმცა, მისი პარტიის წარმომადგენლები ასეთ შემთხვევაში ამას გააკეთებენ, რადგან ეს „ლოგიკურია“.

„თუ პრეზიდენტ მიშელის მიერ შეჯერებულ ყველა საკითხზე გვაქვს გადაწყვეტა, ანუ ის ამოცანები, რაც ქვეყნის წინაშე არის, გადაწყვეტილია, მათ შორის, ამ ინსტრუმენტის გამოყენება (ლოგიკურია) დიდი საქმის წინ წასაგდებად, როცა ირკვევა, რომ ვიდეო ფირი არსებობს ჩაყრის, როცა ჩანს, ვინ ყრის, სად ყრის, როცა არიან მოწმეები, რომელთა ჩვენებები განმტკიცებულია ვიდეოთი“, - აცხადებს ბოკერია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )