რეზონანსი
05.03.2021

ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით პლებისციტზე შეთანხმების შემთხვევაში, „ლელო“ პარლამენტში შევა და დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

ამასთან, ჯაფარიძის განცხადებით, საგამოძიებო კომისია ისე უნდა ჩამოყალიბდეს, რომ ოპოზიციის სიტყვა წონადი იყოს.

„რა თქმა უნდა, კი. შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში შევდივართ პარლამენტში და აქტიურად ვიმუშავებთ ამ შეთანხმების რეალიზაციაზე, რადგან ის მოითხოვს საკონსტიტუციო ცვლილებებს. საკმაოდ მნიშვნელოვანი სამუშაოს განხორციელება იქნება, რათა შეთანხმების რეალიზაცია მოვახდინოთ. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, საგამოძიებო კომისიაშიც მივიღებთ მონაწილეობას, ოღონდ ეს საგამოძიებო კომისია იმდაგვარად უნდა იყოს ფორმირებული, რომ ოპოზიციის სიტყვა იყოს მართლაც წონადი და არ იყოს მხოლოდ საგამოძიებო კომისია მხოლოდ ქაღალდზე, რომ აღნიშვნა მოხდეს სადღაც, რომ გამოძიება ჩავატარეთ. ეს უნდა იყოს რეალური საგამოძიებო კომისია, რომელიც შეისწავლის ფაქტებს“,- განაცხადა ჯაფარიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )