რეზონანსი
05.03.2021

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, დღესდღეობით უფრო მტკიცე გარანტიები არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველომ 22 მარტის კვირიდან „ფაიზერის“ და „ასტრაზენეკას“ ვაქცინის შეპირებული დოზა მიიღოს.

აღნიშნული კომენტარით ტიკარაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას: „22 მარტის კვირიდან არის მოლოდინი, რომ მივიღებთ როგორც „ფაიზერის“, ისე „ასტრაზენეკას“ დოზებს, რა გარანტიაა, რომ ეს თარიღი არ შეიცვლება“,

ამასთან, როგორც ტიკარაძე ამბობს, წესით, ვაქცინის მოწოდების თარიღი აღარ უნდა გადაიხედოს.

„ყველა იმ არსებული დოკუმენტაციებიდან გამომდინარე, რომელიც დღესდღეობით ჩვენს ხელთ არსებობს და იმ ორგანიზაციიდან გამომდინარე, რომელთანაც ეს ხელშეკრულებები არის დადებული (ამ შემთხვევაში ჩვენ ხელშეკრულება დადებული გვაქვს როგორც „კოვაქს“ პლატფორმასთან, ისე „ფაიზერთან“), ჩვენ გვაქვს მეტად მტკიცე გარანტიები იმის თაობაზე, რომ 22 მარტის შემდეგ წესით, ეს თარიღი აღარ უნდა გადაიდოს და გარანტირებულად უნდა მივიღოთ აღნიშნული, დაპირებული რაოდენობა ვაქცინისა“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )