რეზონანსი
06.03.2021

პოსტკოვიდური სინდრომის მქონე პაციენტთა კვლევა 9 მარტიდან იწყება. როგორც ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, პაციენტები შემთხვევითობის პრინციპით შეირჩევიან.

მოქალაქეთა ნაწილს, ვინც ვირუსი ბოლო ორი თვის განმავლობაში გადაიტანა, სპეციალისტები დაუკავშირდებიან და კვლევაში ჩართვას სთხოვენ.

"ჩვენ შედგენილი გვაქვს უკვე სრული სია, იმ თბილისელი მოქალაქეების, რომლებმაც ბოლო ორი თვის მანძილზე გადაიტანეს კოვიდი. შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, ე.წ. რანდომული პრინციპით მოხდება ამ კოვიდგადატანილი პაციენტების სახელის და გვარის ამოღება ამ სიიდან. მათ დაუკავშირდებიან ჩვენი თანამშრომლები, მოიწვევენ და ისინი ეტაპობრივად ჩაერთვებიან კვლევაში. უნდა დავადგინოთ, კოვიდგადატანილთა რა პროცენტს უვითარდება პორსტკოვიდური სინდრომი," - აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )