რეზონანსი
06.03.2021

„სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი ხელისუფლებას მოუწოდებს, ვაქცინასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები პირდაპირ კომპანიებთან დაიწყონ, გიორგი ვაშაძემ ამის შესახებ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"მსოფლიოს 111 ქვეყანაში დაწყებულია ვაქცინაცია. ჩვენზე გაცილებით ნაკლები ეკონომიკური განვითარების ქვეყნებშიც კი ვაქცინაცია დაწყებულია.

კიდევ უფრო უარესია, რომ ისეთი რიტორიკა და მსჯელობა მიდის მთავრობაში, თითქოს ვაქცინა საჭირო არ არის. ახლა გამოდიან და გვიმტკიცებენ, რომ ვაქცინის ჩამოტანა პანაცეა არ არის.

მივმართავ ბატონ ღარიბაშვილს, ადამიანის სიცოცხლე დგას ბეწვის ხიდზე, კიდევ რამდენი ადამიანის სიცოცხლე უნდა დავკარგოთ, რომ გონს მოეგოთ?!

დაიწყეთ პირდაპირი მოლაპარაკებები კომპანიებთან და ვაქცინის ჩამოტანა. ვერ გავხსნით ქვეყნის ეკონომიკას ასე, მით უფრო, რომ ახლა გვეუბნებიან, მესამე ფაზისთვის იყავით მზადო.

თუ მასიურ ვაქცინაციას დავიწყებთ, არც მესამე ფაზა იქნება,"-აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
კახელი   (06.03.2021)
რა გააჭირეთ საქმე თქვენი ვაქცინით,ბებიათქვენისამ ეხლა გინდა იყოს ვაქცინა ავიცრებით რა.აბახალხს აზრიც იკითხეთ უნდათ აცრა.ან შენ კიდევ ვითომ ხალხის დარდი გაქვს


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )