რეზონანსი
06.03.2021

„კომენდანტის საათი" არის ერთ-ერთი ხუშტური, რომელიც ემსახურება "ქართული ოცნების" მხრიდან ქვეყნის მართვის გაადვილებას",- ამის შესახებ მოძრაობა "ხალხისთვის" ლიდერმა ანა დოლიძემ "კომენდანტის საათის" გაუქმების მოთხოვნით ორგანიზებული აქციის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც დოლიძე აცხადებს, "კომენდანტის საათით" "ქართული ოცნება" ძალაუფლების შენარჩუნებას ცდილობს.

"თვენახევარია მიმდინარეობს კამპანია "ქვეყანა უნდა გაიხსნას". ეს აქცია ორგანიზებულია სამოქალაქო ჯგუფების და მცირე ბიზნესების მიერ, რომლის წინაშეც დგას მხოლოდ და მხოლოდ გადარჩენის ამოცანა. როგორც ერთ-ერთი მოქალაქე, დიდი ხანია მხარს ვუჭერ "კომენდანტის საათის" მოხსნას, ერთადერთი მიზანი აქვს "კომენდანტის საათს", "ქართული ოცნების" ძალაუფლების შენარჩუნება. მათ უადვილდებათ ამ დრაკონული ზომის მეშვეობით მართვა. ამის უკან არცერთი ციფრი, სამეცნიერო მონაცემი ხელისუფლებას არ წარმოუდგენია. ჩვენთან "კომენდანტის საათი" არის ერთ-ერთი ხუშტური, რომელიც ემსახურება "ქართული ოცნების" მხრიდან ქვეყნის მართვის გაადვილებას",- აცხადებს დოლიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
კოტე   (06.03.2021)
საზღვარგარეთ რომ არის კომენდანტის საათი ისიც ოცნების ხუშტურია?


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )