რეზონანსი
06.03.2021

ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი მი­ე­სალ­მე­ბა ეუთო/ოდი­რის არ­ჩევ­ნე­ბის მცი­რე­მას­შტა­ბი­ა­ნი სა­დამ­კვირ­ვებ­ლო მი­სი­ის სა­ბო­ლოო ან­გა­რი­შის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბას, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლო­ში აშშ-ს სა­ელ­ჩოს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი.

"ან­გა­რი­ში ხაზს უს­ვამს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რე­ფორ­მე­ბის გაგ­რძე­ლე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბას, კერ­ძოდ, კამ­პა­ნი­ის და­ფი­ნან­სე­ბის, სა­არ­ჩევ­ნო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის შე­მად­გენ­ლო­ბი­სა და და­ვე­ბის გა­და­წყვე­ტის თვალ­საზ­რი­სით. შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი იზი­ა­რებს ამ შეშ­ფო­თე­ბას და მო­უ­წო­დებს პარ­ლა­მენტს, გა­აგ­რძე­ლოს რე­ფორ­მა­ზე ფარ­თო და ინ­კლუ­ზი­უ­რი მსჯე­ლო­ბის პრო­ცე­სი, რო­მე­ლიც და­აკ­მა­ყო­ფი­ლებს ოდი­რის მრა­ვალ­წლი­ან რე­კო­მენ­და­ცი­ებს.

ეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რე­ფორ­მე­ბი გა­აძ­ლი­ე­რებს პო­ლი­ტი­კურ პლუ­რა­ლიზმსა და დე­მოკ­რა­ტი­ას და და­ეხ­მა­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს, მი­აღ­წი­ოს მზარ­დი ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი ინ­ტეგ­რა­ცი­ის მიზ­ნებს. სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბა­სა და ოპო­ზი­ცი­ას, მათ შო­რის ამ­ჟა­მად პარ­ლა­მენტს გა­რეთ მყოფ ოპო­ზი­ცი­ურ პარ­ტი­ებს, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ხედ­ვა აქვთ, რაც უნდა იყოს გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი. მო­ვუ­წო­დებთ ყვე­ლა და­ინ­ტე­რე­სე­ბულ მხა­რეს, კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რად ჩა­ერ­თონ რე­ფორ­მე­ბის პრო­ცეს­ში იმის­თვის, რომ პარ­ლა­მენ­ტი გაძ­ლი­ერ­დეს და მო­მა­ვა­ლი არ­ჩევ­ნე­ბი იყოს უფრო თა­ვი­სუ­ფა­ლი და სა­მარ­თლი­ა­ნი", - ნათ­ქვა­მია სა­ელ­ჩოს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ცნო­ბის­თვის, ეუთო-ს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ინ­სტი­ტუ­ტე­ბი­სა და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ოფის­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში 2020 წლის 31 ოქ­ტომ­ბერს ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შე­სა­ხებ სა­ბო­ლოო ან­გა­რი­ში გა­მო­აქ­ვეყ­ნა, სა­დაც აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბუ­ლი სა­არ­ჩევ­ნო სა­მარ­თლებ­რი­ვი ჩარ­ჩო, სა­ერ­თო ჯამ­ში, დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი არ­ჩევ­ნე­ბის გა­მარ­თვის სა­ფუძ­ველს იძ­ლე­ვა, თუმ­ცა ოდი­რის წინა რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, სა­არ­ჩევ­ნო კა­ნონ­მდებ­ლო­ბა­ში მა­ინც არ­სე­ბობს ხარ­ვე­ზე­ბი და ორაზ­როვ­ნე­ბა, რა­საც, ზო­გი­ერთ შემ­თხვე­ვა­ში სა­არ­ჩევ­ნო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის, სა­სა­მარ­თლო­ე­ბი­სა და სხვა შე­სა­ბა­მი­სი აქ­ტო­რე­ბის მხრი­დან კა­ნო­ნის შე­უ­სა­ბა­მო გა­მო­ყე­ნე­ბა მოჰ­ყვა.ამა­ვე დო­კუ­მენ­ტის თა­ნახ­მად, შეკ­რე­ბის, გა­ერ­თი­ა­ნე­ბი­სა და გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბე­ბი დიდ­წი­ლად და­ცუ­ლი იყო და კან­დი­და­ტებს, ზო­გა­დად, თა­ვი­სუფ­ლად და ზედ­მე­ტი შე­ზღუდ­ვე­ბის გა­რე­შე შე­ეძ­ლოთ კამ­პა­ნი­ის წარ­მო­ე­ბა, ამას­თან, კამ­პა­ნი­ის დროს ად­გი­ლი ჰქონ­და პო­ლი­ტი­კუ­რად მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი ძა­ლა­დო­ბის ცალ­კე­ულ შემ­თხვე­ვებს.

ან­გა­რი­ში სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სად­მი რე­კო­მენ­და­ცი­ებ­საც ით­ვა­ლის­წი­ნებს.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )