რეზონანსი
06.03.2021

ღრმად პატივცემულ საფრანგეთის ელჩს,დიეგო კოლასს ვურჩევდი, როგორც მოიყვანეს ივანიშვილი და ის ქალბატონი, ისე წაიყვანონ აქედან, - ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.

„ღრმად პატივცემულ საფრანგეთის ელჩს ვურჩევდი, მოუხმოს და მოუწოდოს საკუთარ მთავრობას, დროზე დაასრულოს ივანიშვილის მიმართ მიმდინარე გამოძიება პარიზის პროკურატურაში ანგოლა გეიტის საქმეზე, რომლის თანახმადაც, ამ პიროვნებამ ერთი მილიონი რუსული იარაღი შეიტანა ანგოლაში სამოქალაქო ომის დროს, რასაც მსხვერპლად შეეწირა მილიონზე მეტი ადამიანი. ეს საქმე ივანიშვილის მიმართ დაუმთავრებელია მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულზე უკვე ციხეები მოიარეს ფრანსუა მიტერანის ვაჟმა, ფრანგმა ბიზნესმენმა პასკუალმა, ებრაელმა ბიზნესმენმა ჰაიდა მაკმა და ამ ჯგუფის ხელმძღვანელი ივანიშვილი დღეს საფრანგეთის საპატიო ლეგიონის კავალერის წოდებით ამაყობს, რადგანაც მან თურმე შეიტანა მილიონები საფრანგეთის კოვიდის ფონდში ასაცრელად. საკუთარი ხალხი დატოვა აცრის გარეშე. აი, რეალური სახე ივანიშვილისა და ეს ფრანგებმა ძალიან კარგად იციან. ამიტომ, იქნებ მიხედონ თავიან მოქალაქეს და როგორც მოიყვანეს აქ, ისე წაიყვანონ თავისი მოქალაქეები, ივანიშვილიც და ის მოხუცი პენსიონერი ქალბატონი რომ გამოგვიგზავნეს", - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
კახელი   (06.03.2021)
ხომ შეიძლება როდესაც ადამიანი არეგისტრირებს პარტიას მოეთხოვოს ფსიქიატრის ცნობა. და ყოველ წელს განაახლოს იმიტომ ,რომ შალიკოს შემყურე აუცილებელია.


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )