რეზონანსი
06.03.2021

„2011 წელს არის გაკეთებული, რაღაც ფრაგმენტები ამოღებული და შეკოწიწებული. წარმოიდგინეთ, რაიმე სერიოზული რომ ყოფილიყო ჩაწერების დიდოსტატები რამდენჯერ გამოიყენებდნენ ამ თემას",- ასე ეხმაურება პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ტელეკომპანია „პირველის" ეთერში გასული გადაცემის ანონსს.

ვოლსკის განცხადებით, "სამწუხაროა, რომ მსგავსი "ფეიქ" ინფორმაციები ვრცელდება".

"ცუდ ვითარებას, რაც მათ ბუნაგში შეიქმნა, რასაკვირველია, ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს. წარმოიდგინეთ სურათი, რომ ადამიანები, ვინც ბერას შეურაცხყოფას აყენებენ, ან რატომ უნდა მიაყენონ ბერას შეყრაცხყოფა, ანზორ ჩუბინიძის მიერ არიან დევნილები, ქუჩაში დასდევს ან ხოცავს ან ფიზიკურად უსწორდება... დაახლოებით ეს არის შინაარსი, რაც გამოაქვეყნმა წინსწრებით ერთ-ერთმა ტელევიზიამ. სამწუხაროა, რომ ამ "ფეიქ" ინფორმაციას საზოგადოებაში ავრცელებენ, რომ ახალგაზრდები დაარწმუნონ, მათ პერიოდში არც ქუჩაში ხოცავდნენ ხალხს, არც აწამებდნენ. იქნებ ამით მეტი ახალგაზრდა მოიზიდონ იმ უაზრო აქციებზე, რასაც ატარებენ და ეძახიან რაღაც დემოკრატიისთვის ბრძოლას. ეს არის შინაარსი, რასაც ჩვენ ვუყურებთ დღეს და სამწუხაროა, რომ ამ "ფეიკის" მომზადებაში იღებენ მონაწილეობას ახალგაზრდა ჟურნალისტები, რომლებსაც კარიერა და ცხოვრება წინ აქვთ და გაცილებით უფრო საინტერესო სიუჟეტების მომზადებაც შეუძლიათ თავისი ინტელექტუალური დონიდან გამომდინარე",- განაცხადა ვოლსკიმ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )