რეზონანსი
06.03.2021

მიხეილ სააკაშვილი ერთ-ერთი პირველია ვინც გააზიარა ეს ვიდეო და გაავრცელა. ამით აჩვენა რომ ის მხარს უჭერს ამ უნიჭო ფაბრიკაციის გავრცელებას, არამედ მისგან მოდის შეკვეთა, -ეს განცხადება ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა ქრონიკაში, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა, დღეს გავრცელებულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით გააკეთა.

„შემდეგ ამ აუდიოჩანაწერებს გამოეხმაურა შალვა ნათელაშვილი. წესით გასაკვირი უნდა იყოს, როცა არასმთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ხელმძღვანელი ეკა გიგაური ამ ვიდეოს აზიარებს და ხელს უწყობს ამ ცრუ ფაბრიკაციის გავრცელებას, რომელიც უკანონოა და ამავდროულად ეხება არასრულწლოვანს“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

ამასთან, სოზარ სუბარი აცხადებს, რომ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით საზოგადოების აზრი ორად იყოფა. „საზოგადოება რომლისთვისაც მიუღებელია მსგავსი ჩანაწერები და ჩვენთვის რომ მიუღებელია, დავადასტურეთ მაშინ როცა ხელისუფლებაში მოვედით. როცა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შექმნილი 100 საათის მოცულობის ფარული ჩანაწერები გავანადგურეთ და არ გამოვიყენეთ შანტაჟისთვის. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კი ამ ჩანაწერების არაერთი ასლი დაამზადა და წაღებული აქვთ და პერიოდულად გამოაგდებენ და ცდილობენ საზოგადოების დატერორებას და გარკვეული წევრების დაშანტაჟებას.ხან პოლიტიკოსების, ხან ჟურნალისტების, ხან საზოგადოებითვის ცნობილი სხვა და სხვა სახეების“, - აღნიშნა სუბარმა.

სოზარ სუბარმა, ასევე გაიხსენა პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის აღიარება, რომ მასაც უთვალთვალებდნენ და უსმენდნენ. „აქედან მართლა შეიძლება გაგიჩნდეს ეჭვი, რომ შანტაჟისთვის ხომ არ იყენებენ ამ ფარულ ჩანაწერებს“, - აღნიშნა სუბარმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
(((   (07.03.2021)
რა უნიათოები ხართ

***   (06.03.2021)
ჰაკიმა მომიკითხე შე სირო


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )