რეზონანსი
06.03.2021

სამოქალაქო აქტივისტების აქცია "ქართული ოცნების" ოფისთან - ამ წუთებში, მოძრაობა "საქართველოსთვის" წევრები მმართველი პარტიის ოფისთან შეიკრიბნენ, სადაც შეძახილებითა და პლაკატებით პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან მივიდნენ. ისინი მედიაში გავრცელებულ ჩანაწერებს აპროტესტებენ, სადაც ბერა ივანიშვილის, ირაკლი ღარიბაშვილისა და ანზორ ჩუბინიძის ხმა ისმის. 

პირველი შემთხვევაა არაა, როცა მოვდივართ აქ და ხელისუფლების ქმედებებს ვაპროტესტებთ. ეს არის პირველი შემთხვევა, რაც ვნახე ჩანაწერებში. ამაზრზენი ფაქტი, როცა ივანიშვილის ოჯახი სხვადასხვა ძალოვან უწყებასთნ შეთანხმებით ჩაგრავს მოსახლეობას. ისინი ძალიან საშინელი სიტყვებით მოიხსენიებენ მათ და არც იარაღის გამოყენებას ერიდებიან ერთი კრიტიკული პოსტის ან კომენტარის გამო. ჩვენი მთავარი მოთხოვნისთვის ბრძოლა გაგრძელდება, ეს არის ვადამდელი არჩევნები.. ამათი დარჩენა ჩვენთვის ყველასთვის არის საფრთხე. ჩვენი მთავარი მოთხოვნებია ვადამდელი არჩევნები და ნიკა მელიას გათავისუფლება და ამ ბრძოლას მივიყვანთ ბოლომდე, - ამბობს სამოქალაქო აქტივისტი ვანო მაღალაშვილი.

მოძრაობა "საქართველოსთვის" წევრის გიორგი მუმლაძის თქმით კი, საქართველოში რუსულ მმართველობას აქტივისტები არ შეეგუებიან.

სამოქალაქო აქტივისტებმა "ქართული ოცნების" ოფისთან რუსული წარწერებიც გააკეთეს. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
Kote   (06.03.2021)
Usawmurebi


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )